”ბარსა ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, 41 წლის ლუის ენრიკე დღეს ღამით შეიძლება ოფიციალურად დაინიშნოს ”რომას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
”ლუის ენრიკეს დანიშნვნა ოფიციალურად დღეს ღამით ან უგვიანეს ხვალ დილით მოხდება. ზოგიერთი სააგენტო ავრცელებდა ხმებს, რომ ლუისი მადრიდის ”ატლეტიკოს” ჩაიბარებდა, თუმცა ეს სიცრუე იყო. მე ვფიქრობ, რომ მას ძალიან სურს ”რომაში” მუშაობა. პეპ გვარდიოლას რჩევა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხოსეპმა მას უთხრა, რომ ”რომა” მისთვის დიდებული ვარიანტია” – ”Sky Italia”-ს ჟურნალისტის, არანჩი როდრიგესის სიტყვებს ”Centro Suono Sport” ციტირებს.



