“ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, ეროვნულ გუნდთან ერთად 14 ოქტომბერს, ბოლივიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ მატჩში ლეოს ერთი უსიამოვნო ტრადიციის დასრულების შანსი აქვს.
შეხვედრას “ესტადიო ერნანდო სილესი” უმასპინძლებს. ამ სტადიონზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 650 მეტრზე მდებარეობს, მესის კარიერაში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ორივე მათგანი არგენტინელთათვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
2009 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, დიეგო მარადონას მიერ გაწვრთნილმა არგენტინამ ბოლივიელთაგან სამარცხვინო მარცხი იგემა – 1-6. ერთადერთი გოლი ლუჩო გონსალესმა გაიტანა. იმ გუნდიდან ნაკრებში მხოლოდ ლეოა დარჩენილი.
2013 წელს, იმავე ეგიდით გამართული მატჩი, ფრედ, ანგარიშით 1-1, დასრულდა. მესიმ მეტოქის კარის აღება ორი საჯარიმო დარტყმით სცადა, თუმცა უშედეგოდ. გოლის ავტორი ევერ ბანეგა გახდა.
14 ოქტომბრის მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შედგება. პირველ ტურში მესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით, ალბისელესტემ ეკვადორი დაამარცხა.




ინდიელები, რომლებიც მთის კენწეროზე ცხოვრობენ, სადაც ჟანგბადი ცოტაა.
ძაან ძნელია ბოლივიაში თამაში ჯერ მარტო 3000 მეტრზე რო ხარ ზღვის დონიდან სუნთქვაც ძნელდება და სიცივე თავისას შვება
ხოდა 13-ში გაუყრის დუბლს მიდი ლომოოოო <3