“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდზე, რუბრიკაში “დღის გოლი”, დღეს ჟერარ პიკეს გოლი გაიხსენეს, რომელიც ესპანელმა 2011 წლის 2 აპრილს “ვილიარეალის” კარში გაიტანა.
პიკე, რომელიც კლუბის ღირსებას დღემდე იცავს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, “ბარსელონას” აკადემიაში 1997 წელს ჩაირიცხა, 2004 წელს კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, სადაც 2008 წლამდე ასპარეზობდა, სწორედ ამ წელს ის კვლავ “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” დაბრუნდა, დღეს კი მის აქტივში 546 მატჩი (47 გოლი) და კლუბთან ერთად მოგებული 29 ტიტულია.
G⚽️AL OF THE DAY
👐 @3gerardpique
🔥🔥🔥 pic.twitter.com/RHgO9MDasO— FC Barcelona (@FCBarcelona) October 9, 2020
![დღის გოლი – ჟერარ პიკე [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/10/1602230985_piquevilarreal2_a2fa96b28b456f9ee6bc3059488513db.jpg)



რა კლასნად ჩამოიღო მკერდით და შეასრულა🥰😌