“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, შესაძლოა, პოსტი ნაადრევად დატოვოს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბართომეუმ გადადგომის გადაწყვეტილება, შესაძლოა რეფერენდუმის ჩატარებამდე მიიღოს. საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდგომ, მომდევნო ნაბიჯი სწორედ რეფერენდუმი გახლავთ.
პრეზიდენტი ამჟამად ნაადრევად წასვლის დადებით და უარყოფით მხარეებს აანალიზებს.
როგორც მივხვდი მონაცვლეობით იწერება პოსტები ხომ? :დ გადადგება, არ გადადგება, გადადგება, არ გადადგება :დ