“ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, ლეგენდარული ბრაზილიელის, პელეს 2 რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა. უდიდესი ალბათობით, ეს ყველაფერი ამ სეზონშივე მოხდება.
ყველაზე მეტი გოლი ერთ კლუბში
ლეოს “ბარსელონაში” მხოლოდ 9 გოლი აშორებს, რათა მოხსნას პელეს რეკორდი, რომელმაც ერთ კლუბში (“სანტოსი”) ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (643).
მესის, რომელსაც კლუბში 635 გოლი აქვს გატანილი, ამ რეკორდის მოხსნა ჰეთ-ტრიკის ან დუბლების ფონზე ამ თვეშიც შეუძლია, მას “ხეტაფესთან”, “ფერენცვაროშთან”, “რეალთან” და “იუვენტუსთან” შეხვედრები ელის.
ყველაზე მეტი გოლი სამხრეთ ამერიკულ ნაკრებში
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყველაზე მეტი გოლი ეროვნულ ნაკრებში პელეს აქტივშია, მან ბრაზილიის ნაკრებში 77 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მესის, არგენტინელმა თავისი ნაკრების მაისურით 70 გოლი გაიტანა, ახლა კი პელეს რეკორდის მოხსნამდე მხოლოდ 8 ზუსტი დარტყმა აშორებს.
2020 წელს, მესის ნაკრებში ეკვადორთან, ბოლივიასთან, პარაგვაისთან და პერუსთან შეხვედრები ელის.




უკვე 7.
რამე უფრო რთული რეკორდები მოიძებნეთ თუა.. ესენი ჩათვალეთ მოხსნილია მეტწილად.
მიდი ლომო თავზე უნდა გადაახიო ეგ რეკორდები
დროის საკითხია თორე მოხსნილია ეგ რეკორდები