workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” პრეზიდენტობის კანდიდატი: ბართომეუ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

“ბარსას” პრეზიდენტობის კანდიდატი: ბართომეუ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატს, ჟორდი ფარეს, იმედი აქვს, რომ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ თავად გადადგება და რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ გახდება.

“ბართომეუმ და კლუბის მმართველმა პირებმა თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ვისურვებდი, რომ რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ გახდეს, რადგან კლუბის წევრებს მოგზაურობა არ მოუწიოთ”, – ციტირებს ჟორდი ფარეს სიტყვებს Sport.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბართომეუს უნდობლობის აღსაძრავად საჭირო ხმების რაოდენობა შეგროვილია. თუ პრეზიდენტი თავად არ გადადგება, კლუბი ვალდებული იქნება რეფერენდუმი ჩაატაროს, სადაც კლუბის წევრების 2/3-ის სურვილი შემთხვევაში ბართომეუ ავტომატურად თანამდებობას დატოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • ANRIBARCA
    schedule 07 ოქტ 2020, 22:34
    #1

    ვინმე 2 თვალა კანდიდატი არ გვყავს? ყველა ვინც კი პრეტენზიას აცხადებს პრეზიდენტობაზე, ბართომეუს ორეულებს გვანან 🙂 🙂 🙂