მომავალი სეზონიდან, ეუსებიო საქრისტანი, ლუის ენრიკესგან განსხვავებით, წარმატების მიღწევისთვის ნოლიტოს, ვასკესს, აბრაჰამს, ედუ ორიოლსა და ბენხას ვერ დაიხმარებს. ხუთივე მათგანს, წელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, რის გამოც ისინი მომავალი სეზონიდან სხვადასხვა კლუბების ღირსებას დაიცავენ…
ვიქტორ ვასკესმა “ბარსა ბ”–ს შემადგენლობაში 5 წელიწადი გაატარა. ახლა კი იგი ბელგიური “ბრიუგეს” ღირსების დაცვას შეეცდება. ნოლიტო კი როგორც უკვე კარგადაა ცნობილი, “ბენფიკას” ფორმას მოირგებს. გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, ცნობილი გახდა კიდევ იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მომავალი სეზონიდან “ბარსა ბ”–ს სახელით აღარ გამოვლენ. აბრაჰამი, ედუ ორიოლი და ბენხა, ნოლიტოსა და ვიქტორის მსგავსად, მომავალი სეზონიდან ბლაუგრანას წარმატებისთვის ვეღარ იბრძოლებენ.
25 წლის აბრაჰამმა, “ბარსა ბ”–ში ერთი სეზონი გაატარა. მან “ბარსას” ფორმა, “სან ანდრეუს” დატოვების შემდეგ მიიღო. მის ანგარიშზე 24 ჩატარებული მატჩი, უფრო კონკრეტულად კი 1870 ჩატარებული წუთია.
ედუ ორიოლმა, რომელიც 24 წლის გახლავთ, “ბარსა ბ”–ში 2 სეზონი დაჰყო და მაყურებელზე ცუდი შთაბეჭდილებაც ნამდვილად არ დაუტოვებია. აბრაჰამის მსგავსად, “ბარსელონაში” იგიც “სან ანდრეუდან” მოვიდა. ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს, მის მაისურს 8 ნომერი ამშვენებდა. იგი გუნდს 31 მატჩში, 6 გატანილი გოლით დაეხმარა.
ბენჟამინ მარტინესი და უბრალოდ “ბენხა”, კატალონიელთა ღირსებას 2 წლის მანძილზე იცავდა. 23 წლის ფეხბურთელი “ბარსა ბ”–ში 2008 წელს ჩაირიცხა. თუმცა, პირველი სეზონი არენდით, “რეუსში” იმყოფებოდა. ბენხამ 21 მატჩიდან, 12–ში მიიღო მონაწილეობა. მას გამოცდილება პირველ გუნდშიც დააგროვა. “ბარსა ბ”–ში (მოედანზე) გატარებული 1021 წუთში, ახალგაზრდა ფორვარდმა 5 გოლის გატანა შეძლო.
24 წლის ვიქტორ ვასკესისთვის, წლევანდელი სეზონი “ბარსა ბ”–ში მეხუთე აღმოჩნდა. ეს ფეხბურთელი ერთ დროს, პიკესა და მესის გვერდზე თამაშობდა და მისი თამაში შეუმჩნეველი ნამდვილად არ რჩებოდა. წლევანდელ სეზონში, მას ტრავმამ თავი გაახსენა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 995 წუთი დაჰყო და შესაბამისად მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა. ახლა იგი ბელიგიაში გაემგზავრება, სადაც “ბრიუგეს” ღირსებას დაიცავს.
მანუელ აგუდო დურანი, ან უბრალოდ “ნოლიტო”, მომავალ წელს პორტუგალიაში გაატარებს, სადაც ამჯერად “ბენფიკას” ფორმით შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის გახარებას. წლევანდელ სეზონში, “ბარსა ბ”–სთვის ეს ფეხბურთელი ერთ–ერთი საუკეთესო გახლდათ. რომ არა ის, შესაძლოა გუნდი მესამე ადგილზე არც აღმოჩენილიყო. მისი გოლები და საგოლე გადაცემები გუნდს მართლაც ძალიან დაეხმარა. ამ სეზონში კი მას პირველ გუნდში დებიუტიც ქონდა. იგი “ბარსელონას” პირველ გუნდს “ლა ლიგასა” და “სამეფო თასის” მოპოვებისთვის დაეხმარა. ამ სეზონში, “ბარსა ბ”–ში გატარებული 2844 წუთში, მან 13 გოლი გაიტანა შეძლო.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ ამ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ კარიერაში…


