“ბარსა ბ-ს” შემტევმა, ალექს კოლიადომ, დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მოედანზე გასვლას 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.
სექტემბერში, 21 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილს არაერთი კლუბი გამოთქვამდა, თუმცა კოლიადოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მისი პრიორიტეტი “ბარსელონაში” დარჩენა და ძირითად გუნდში თავისი შესაძლებლობების დამტკიცებაა.
წინა 2 სეზონის განმავლობაში, ალექსი სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და პერიოდულად პირველი გუნდის განაცხადშიც ხვდებოდა, წლევანდელ პრესეზონში კი რონალდ კუმანს მისთვის შანსი არ მიუცია.



ცუდია