workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩი პირველ გუნდში დაწინაურდა

რიკი პუჩი პირველ გუნდში დაწინაურდა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ნახევარმცველს, რიკი პუჩს, ამ სეზონიდან “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრის სტატუსი აქვს. ლა ლიგის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც დღეს განხორციელებული ტრანსფერებისგან შედგება, წერია, რომ პუჩი “ბარსა ბ”-დან “ბარსელონას” შეუერთდა. ინფორმაცია კატალონიურმა Sport-მა გაავრცელა. 

როგორც იცით, პრესეზონის მიმდინარეობისას რონალდ კუმანს სურდა, რომ ფეხბურთელი ერთი სეზონით იჯარით სხვა კლუბში გაეშვა, თუმცა პუჩის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ის გუნდში დარჩება და დიდი კონკურენციის მიუხედავად თავისი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის იბრძოლებს.  

ასევე, მიკელ ბლასკესიეს [TyC Sports] ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ პუჩი პირველი გუნდის მაისურის ნომერს (1-დან 25-მდე) მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 06 ოქტ 2020, 00:36

    6 ნომერი ამას უნდა აეღო და არა ალენიას 🙂

  • M10 S9 D11
    schedule 06 ოქტ 2020, 00:30

    ძალიან კარგი იმედია მიეცემა საკმარისი სათამაშო დრო და ამის დროს იმ უნიშო ალენიას არ შეტენის კუმანი ნეტა ვიცოდე რატო დატოვეს

  • nikusha
    schedule 06 ოქტ 2020, 00:15

    გაიხარეთ ბოღმა ბარსამანიელებო ალენიასი რომ გშურთ

  • ROUCH
    schedule 06 ოქტ 2020, 00:04

    ყოჩაღ რიკი არ გატყდა დარჩენა ამჯობინა და კი გადმოაცუნცულეს პირველ გუნდში, ეხლა სათამაშო დროსაც მიცემს ხოლმე, დემბელესაც მგონია იმიტო არ ათამაშებდა ბოლო 2 თამაშია რო იქნება წავიდესო მარა ჩემი ფეხები ეხლა უკვე მაგასაც ექნება ხშირად დრო სხვა რა გზა აქ კუმანს სუ სკამზე ვერ დასვავს, ეგეთი დასკვნა გამოვიტანე მე ტოდიბოც იგივე ნომერიც არ მიცეს რო წასულიყო ვინც დარჩება დროსაც მიიღებს თან საკმაოდ

  • ana anukii
    schedule 05 ოქტ 2020, 22:42

    ხალხო ბევრი წერს დეპაი იყიდა ბარსამო და მართლა ვიყიდეთ თუ მორიგი ჭორია