workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბოს დამატება “ბოლონიასაც” სურს

ტოდიბოს დამატება “ბოლონიასაც” სურს

“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, “ბოლონიას” ინტერესთა სფეროშია. ამ ინფორმაციას, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, Mundo Deportivo ავრცელებს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, 20 წლის ფრანგს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. არსებული ცნობების თანახმად, მისი იჯარით აყვანა “ევერტონსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” სურთ, “ფულემი” კი 18 მილიონ ევროს იხდის. “ბარსელონას” “ფულემთან” შეთანხმება მიღწეული აქვს, თუმცა ტრანსფერს თავად ფეხბურთელი აფერხებს. მას კატალონიაში დარჩენა სურს. მის მსურველთა რიგს კი უკვე “ბოლონიაც” შეუერთდა.

ტოდიბოსთვის “ბარსას” პირველ გუნდში დამკვიდრება ძალიან რთული იქნება. ჯერჯერობით, რონალდ კუმანს იგი მატჩის განაცხადში კი არ შეუყვანია.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Mes cue un club 1899
    schedule 05 ოქტ 2020, 12:36

    ტყუილი ბაზარია არც გარსია მოვა და არც დეპაი ტოდიბო კიდე დატოვონ მეოთხე მცველად კარგი ვარიანტია წელს რამის იმედი მაინც არმაქვს მაქსიმუმ ლალიგა მოვიგოთ ისიც დიდი გაჭირვებით აშკარაა რო გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და ვნახოთ რამოხდება

  • Magician
    schedule 05 ოქტ 2020, 12:27

    ეს იქეთ იყოს და არაუხო გუშინ კარგად იდგა <3 ნელ-ნელა დაღვინდება.

  • ROUCH
    schedule 05 ოქტ 2020, 12:25

    2 საათიც გაუძელი და ბარსაში ხარ სუ მცირე ამ ზამთრდე და გათამაშებს შენც აბა რა ჩემ ფეხებს იზავს, კორონა თორე პრე სეზონზე ამასაც დატესტავდა კუმანი და იქნებ მოწონებოდა საქმეში

  • cezo45
    schedule 05 ოქტ 2020, 12:25

    ბოლონიაში წავიდეს იტალიაში კაი მცველი დადგება ან ევერტონში ანჩელოტის კაი კამანდა ყავს