ლა ლიგის მე-5 ტურში, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “სევილიას” უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში სტუმართა მხრიდან ლუკ დე იონგმა გახსნა, რასაც რამდენიმე წამში გოლით ფილიპე კოუტინიომ უპასუხა. თამაშის განმავლობაში, “ბარსამ” ბევრი რეალური მომენტი ვერ შექმნა და მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
ასე რომ, რონალდ კუმანის გუნდს, ისევე როგორც მის დღევანდელ მეტოქეს, 3 თამაშში 7 ქულა აქვს. ამ მომენტისთვის ცხრილის სათავეში მადრიდის “რეალია”, თუმცა მადრიდელებს კატალონიელებზე ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სერჟინიო დესტის დებიუტი იყო. ამერიკელი მცველი მოედანზე 79-ე წუთზე, ჟორდი ალბას ნაცვლად გამოვიდა.
ხვალიდან, “ბარსელონას” ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებს შეუერთდებიან. სანაკრებო პაუზა 2 კვირა გაგრძელდება. “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატში თამაშს 18 ოქტომბერს განაახლებს – ლურჯ-ბროწეულისფერები სტუმრად “ხეტაფეს” დაუპირისპირდებიან.


…და სევილიამ 1 მოიპოვა, ბარსამ 2 დაკარგა.. 😰
სევილია საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და ესე მარტივად მოგება ყველასთან არ გამოვიდოდა , მთავარი პროგრესი გავაგრძელოთ , ახალგაზრდობა ძალიან კარგი გვყავს
ალბა ლენგლე რობერტო ბუსკეცი და გრიზმანი სკამზეა დასასმელი. არანაირი გამჭოლი პასები იმენაა არანაირიი… სულ სწორხაზოვანი პასები აი მეც ორ ვხვდებოდი რო იქაკეთებდნენ ისეთი პასები იყო….
არც ამგუნდის არმჯერა მე! ეს მსაჯებიც ფორმაშიც არიან. მესიზე 100% პენალტი იყო 💓
დე ონგი მაგარი არიეს მგონი სხვა პოზიციაზე თამაშით და დრო უნდა მაგის დაწყობას თან ორ საყრდენიანსაც არაა ჯერ შეჩვეული
დესტი, ბრავო. ერთი შეხებით აცამტვერებდა სევილიას პრესინგს.
პიანიჩი ძირითადში !!!
ნუ ქულის დაკარგვა მითუმეტეს საკუთარ კედლებში ძალიან ცუდია.. მაგრამ ერთი პლიუსი აქ ის რომ მომდევნო თამაშები ძალზედ მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს კუმანი უკეთ გაითვალისწინებს ..
ბარსელონამ 1 ქულა მოიპოვა, სევილიამ 2 დაკარგა. 🙂
დე იონგმა და ბუსკეტსმა საშინლად ითამაშეს მეორე ტაიმში ეგრევე უნდა გამოეყვანა პიანიჩი. პედრი და დესტი ❤️