ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის წევრების შიდა ჩემპიონატის თამაშები დღეისთვის იყო ჩანიშნული. “ბარსელონა” ამ წუთებში თამაშობს, ორი გუნდის შეხვედრა უკვე მორჩა, “იუვენტუსს” კი დასვენება მოუწევს.
ფერენცვაროში
ლიგაზე “ბარსას” პირველი მეტოქე “ფერენცვაროშია”, რომელმაც დღეს ფერენც პუშკაშის აკადემიის გუნდს უმასპინძლა. მე-4 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძელთა ბრაზილიელი შემტევის, და სილვა ისრაელის დუბლის წყალობით, 3 ქულა “ფერენცვაროშს” დარჩა. მასპინძელთა რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა.
4 ტურში აღებული 10 ქულით “ფერენცვაროში” უნგრეთის ჩემპიონატის მე-2 ადგილზეა.
კიევის დინამო
საკუთარ კედლებში ქულები უკვე მეორედ დაკარგა კიევის “დინამომ”. “ზორიასთან” გამართულ შეხვედრაში კიეველები 65-ე წუთიდან აგებდნენ, 74-ე წუთზე კი ვერბიჩმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.
5 ტურში 2-ჯერ ფრედ თამაშის მიუხედავად “დინამო”, 11 ქულით, გათამაშების ლიდერია.
იუვენტუსი
“იუვენტუსი”, “ბარსელონას” მსგავსად, ამ წუთებში უნდა თამაშობდეს, მაგრამ იტალიაში საკმაოდ უცნაური რამ ხდება. უსაფრთხოების გამო, “იუვეს” მეტოქეს, “ნაპოლის” ტურინში გამგზავრების უფლება არ მისცეს, ტურნირის ორგანიზატორებმა თამაშის გადადებაზე უარი განაცხადეს და ამ წუთებში ტურინელები მეტოქეს სტადიონზე ელოდებიან, მეტოქე კი ნეაპოლშია.
დიდი ალბათბით, “იუვენტუსს” 3-0 მოგება ჩაეთვლება.
ძაღლის ბედი აქვთ. 😌 😌