workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: იმ ფეხბურთელის მოსვლამდე, რომელიც “ბარსას” ფანებს სუარესს დაავიწყებს, დიდი ხანი გავა

რივალდო: იმ ფეხბურთელის მოსვლამდე, რომელიც “ბარსას” ფანებს სუარესს დაავიწყებს, დიდი ხანი გავა

Betfair-თან ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ “ბარსელონაში” ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ პრობლემაზე ისაუბრა:

“ბარსელონა” ლუის სუარესის ჩასანაცვლებლად ახალ თავდამსხმელს ისევ ეძებს. კარგი იქნება, თუ კატალონიელები მემფის დეპაის გაფორმებას შეძლებენ.”

“რთული იქნება ძლიერი მებრძოლი ხასიათისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე ფეხბურთელის მოძებნა, სწორედ ეს თვისებები დაეხმარა ლუის სუარესს კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო გოლეადორად გახდომაში.”

“ვშიშობ დიდი დრო დასჭირდება კლუბში ისეთი ფეხბურთელის მოყვანას, რომელიც გულშემატკივრისთვის სუარესის დავიწყებას შეძლებს.”

“ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ახლა მოვა, აუცილებლად მას შეადარებენ, რაც ახალწვეულთათვის “ბლაუგარანას” მაისურის ჩაცმასთან ერთად დამატებითი წნეხის ფაქტორი იქნება.”

“ბარსაში” გატარებული 6 წლის შემდეგ, რა პერიოდშიც 195 გოლი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა გააკეთა, “ელ პისტოლერო” მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგდა.

რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ ისინი ახალ თავდამსხმელს ეძებენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღეა დარჩენილი და ლურჯ-ბროწეულისფერები მხოლოდ სასწაულის იმედად არიან დარჩენილნი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • OLD
    schedule 03 ოქტ 2020, 09:37

    აუ ამან ხო ტვინი წაიღო რა

  • marco reus 11
    schedule 03 ოქტ 2020, 02:05

    მცველი გვინდა ბიჯოოოოო რაის თავდამხსმელი. წამოიყვანეთ ატლეტიკოდან ხიმენესი იბიომაწ

  • Niclaus
    schedule 03 ოქტ 2020, 01:28

    სუა ჩვენი ლეგენდაა უკვე, ასე რომ არც არასოდეს უნდა დავივიწყოთ.