workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ ანსუ ფატი დაახასიათა

ლუის ენრიკემ ანსუ ფატი დაახასიათა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელმაც ანსუ ფატი მოახლოებული სანაკრებო მატჩების განაცხადში შეიყვანა, “ბარსელონას” 17 წლის შემტევზე ისაუბრა. 

“ანსუ თამაშის ბოლო წუთებზე თავისი ეფექტურობითაა გამორჩეული. მას თავით თამაშიც კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა. 

ანსუს ბევრი თვისება ძალიან მიმზიდველია. მას თამაშის ინტერპრეტირების განსხვავებული სტილი აქვს და თანაგუნდელების გაგებას კარგად ახერხებს, რაც ადვილი ნამდვილად არაა. ფატის კარგად ესმის, რომ გუნდის ნაწილია და ეს იგრძნობა მაშინაც კი, როცა ის ბურთის გარეშე გადაადგილდება. 

ფატის მომავალზე არ ვდარდობ. რაც მის კარიერაში ხდება, ამ ასაკის ფეხბურთელებისთვის ძალიან იშვიათია, თუმცა, როგორც ვხედავთ, ის შესაძლებლობებს ყოველთვის იყენებს და მუდმივად ახალ დონეზე გადადის. ანსუს უნდა მივცეთ საშუალება, რომ განვითარდეს, დაიხვეწოს და გოლების გატანა განაგრძოს. მან განვითარების ჩვეულებრივი პროცესი უნდა გაიაროს. 

არის თუ არა ანსუ ფატი მესის მემკვიდრე? ანსუ ფატი ანსუ ფატის მემკვიდრეა, ის ჯერ 18 წლისაც არ არის. რა თქმა უნდა, მედია მას მუდმივად თვალს ადევნებს და ეს ნორმალურია. ფეხბურთელისთვის მთავარი ის არის, რომ ბევრი იშრომოს, თავშეკავებული იყოს და მუდმივ პროგრესზე იფიქროს”. – თქვა ენრიკემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • marco reus 11
    schedule 02 ოქტ 2020, 20:08

    სხვანაირი ფეხბურთელია თავის საქმეში მკვლელი დადგება, მარა ვერასდროს იწნება მესის ან რონალდინიოს მემკვიდრე ცენტრიდან რო შეეძლოთ წაღება და გოლის მარტო გატანა. მესის ახლაც შეუძლია კი ქნა გუშინ 🙂

  • ჯერემი რენერი
    schedule 02 ოქტ 2020, 18:26

    ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან ერთგულია.. არ მგონია პსჟ-ზე და სიტის მაცდურ წინადადებებზე “გაყიდოს” კატალონია..