ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “ჩვენს მიზანს მივაღწიეთ”

ლუის ენრიკე: “ჩვენს მიზანს მივაღწიეთ”

 

ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–მ მოახერხა და “სეგუნდას” ბოლო ტურში მადრიდული “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა. ლუისის გუნდმა “სეგუნდაში” მესამე ადგილი დაიკავა … “მისია შესრულებულია”, – აცხადებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელიც შესაძლოა მომავალი სეზონიდან “რომას” მწვრთნელის რანგშიც ვიხილოთ…

 

“მადრიდში, ჩვენ პირველი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და გვსურდა სეზონის ბოლოს, კარგი მატჩი ჩაგვეტარებინა. პირველ რიგში, ძალიან მოხარულები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ დავამარცხეთ ეს გუნდი და მეორე, იმიტომ რომ ჩვენ კლუბის ისტორიაში საუკეთესო სარეზერვო გუნდი ვართ”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

 

დასრულდა სეზონი და ყველა ლუისის მომავალ კარიერაზე ალაპარაკდა. ძირითადად პრესაში ჩვენ “რომას” სახელი გვესმის. ამაზე “ბარსას” ყოფილი კაპიტანი შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვართ და ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ასე, რომ ჯერ ვერაფერს გეტყვით.” ესპანელმა განაცხადა, რომ მის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლასაც გაესაუბრა: “პეპმა და მე “რომასთან” დაკავშირებით ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ეს სერიოზული კლუბია და რომ ჩემთვის ეს კარგი არჩევანი იქნება.” შეგახსენებთ, რომ პეპი “რომას” ღირსებას 2002 წელს იცავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში