Barcamania.ge-ზე კონკურსები და ვიქტორინები ბრუნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს პრიზების ყოველთვიურად მოგების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.
ოქტრომბრიდან მოყოლებული, ჩვენი საიტი ყოველთვიურად გაათამაშებს მინიმუმ 4 პრიზს, საიდანაც 2 იქნება კომპანია GL Sport-ის მიერ დაწესებული პრიზი – “ბარსელონას” მაისური.
პრიზები გათამაშდება ჩვენს 4 პლატფორმაზე:
- საიტი (Barcamania.ge)
- Facebook გვერდი
- Twitter გვერდი
- Instagram გვერდი
Barcamania.ge
ერთი მაისური ყოველთვის გათამაშდება საიტზე. გათამაშება მოხდება ან ვიქტორინის, ან კონკურსის სახით.
ჩვენი სტაჟიანი მომხმარებლებისთვის ვიქტორინები ნაცნობია. განსხვავება ის იქნება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენივე საიტზე.
კონკურსის მაგალითი კი შეგიძლიან ამ გვერდზე იხილოთ.
კონკრეტულად რა სახით გათმაშდება საიტზე მაისური, ამ ინფორმაციას, დეტალურ წესებთან ერთად, ყოველი თვის დასაწყისში შემოგთავაზებთ ხოლმე.
გაფრთხილება: გათამაშებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.
Facebook, Twitter, Instagram
ჩვენი 3 სოციალური ქსელიდან ერთზე გათამაშდება მაისური, ხოლო დანარჩენ ორზე, სხვა პრიზები (წიგნები “ბარსელონაზე”, სხვადასხვა აქსესუარები…). სოციალური ქსელი, რომელზეც მაისური გათამაშდება, ყოველ თვე შეიცვლება.
სოციალურ ქსელებში პრიზები გათამაშდება შემდეგი ფორმატით: ყოველი თამაშის დღეს, სამივე სოციალურ ქსელში დაიდება პოსტები, სადაც მოგიწოდებთ პროგნოზი გააკეთოთ სხვადასხვა თემებზე, მაგალითად, გამოიცნოთ თამაშის ანგარიში, პირველი გოლის ავტორი, ზუსტი შემადგენლობა დ ა.შ. ყველა მომხმარებელი, რომელიც სწორ პროგნოზს თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გააკეთებს, უფლებას მიიღებს მონაწილეობა მიიღოს თვის ბოლო გათამაშებაში, სადაც პრინციპი იგივე იქნება, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთი – ვინც ზუსტ პროგნოზს სხვებზე ადრე გააკეთებს. კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში პრიზები გათამაშდეს განსხვავებული ფორმატით, რის შესახებაც ინფორმაციას თვის დასაწყისში მოგაწვდით.
გათამაშების დეტალურ წესებს მისი დაწყებისთანავე, სოციალურ ქსელებში გაკეთებული პოსტების საშუალებით გაეცნობით.
დამატებითი პრიზი ოქტომბერში
ოქტომბრის თვის ოთხივე გათამაშების გამარჯვებულისთვის, სტანდარტული პრიზების გარდა, დაწესებულია კიდევ ერთი საჩუქარი – “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის ერთწლიანი წევრობა. ეს პრიზი დააწესა საქართველოში “ბარსელონას” ოფიციალურმა ფანკლუბმა – Penya Blaugrana Tbilisi.
პირველი ოქტომბრიდან
როდიდან იწყება