workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კოლიადოს “ბარსელონაში“ დარჩენა სურს

ალექს კოლიადოს “ბარსელონაში“ დარჩენა სურს

Sport იუწყება, რომ ახალგაზრდა “ლა მასიელი“ ფეხბურთელი, ალექს კოლიადო, გუნდში დარჩენას და სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს.

აქამდე ხშირად იწერებოდა მის მიმართ ესპანური გუნდების ინტერესზე. მათ შორის განსაკუთრებით “ჟირონა“ აქტიურობდა. 

საბოლოოდ ესპანელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კლუბში დარჩეს, “ბარსა ბ-ს“ შემადგენლობაში გარსია პიმიენტასთან თავი გამოიჩინოს, რაც რონალდ კუმანის ნდობის მოპოვებაში დაეხმარება.

წინა სეზონში კოლიადომ “ბარსა ბ-ს“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და აქტივში 5 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Mes cue un club 1899
    schedule 28 სექ 2020, 18:53

    დარჩეს კაია თან კუმანის შემადგენლობაში ათიანის პოზიციაზე ჯდება მარჯვნივაც შეუძლია თამაში მაგრამ იქ ისეთი ხალხია ჯობია ათიანს მიაწვეს მაგრამ პედრისთან მოუწევს კონკურენცია. ბარსა ბეს მაგარი შეტევა ყავს დე ლა ფუენტე გუსტავო მაია კოლადო

  • Albicelecte
    schedule 28 სექ 2020, 18:35

    რაო, ამან,რიკიმ და ახალგაზრდებმა, ***ზე გვკიდია, არსად არ მივდივართო?!
    პიმიენტასთან ერთად სეგუნდაში გადმოვალთ, მერე იმასაც მოვიგებთ და ვისაც ძირითადში არ დავუყენებივართ, იმის მკვდარიც და ცოცხალიცო?!
    სადაა გრიზმანების, დემბელეების, პიანიჩებისა და კოუტინიოების საბლატაოო?!

  • Wtf man
    schedule 28 სექ 2020, 17:59

    დატოვონ ბარსა ბს დაეხმარება და ძირითადშიც შეიძლება რამდენიმე თამაშის ჩატარება