მოგეხსენებათ, “ბარსელონას” მარცხენა მცველის პოზიციაზე ყველაფერი რიგზე არ აქვს, რადგან ჟორდი ალბა უკვე ვეტერანია, ხოლო ჟუნიორ ფირპო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებას.
ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ამ პრობლემის მოსაგვარებლად “მანჩესტერ სიტის” უკანახაზელის, ალექსანდრ ზინჩენკოს შეძენის ვარიანტს განიხილავდნენ. ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” უკრაინელი ფეხბურთელი “ბარსას” თავად შესთავაზა. თუმცა, წყარო იუწყება, რომ, ჯერჯერობით, კლუბებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს.
აგრეთვე, როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, “ბლაუგრანა” 23 წლის ფლანგელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ გუნდი ფირპოს გაყიდვას გადაწყვეტს. გარდა ამისა, შესაძლოა, “ბარსელონამ” ხუან მირანდა დააწინაუროს.
რაც შეეხება ზინჩენკოს, უკრაინელს ამჟამად კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მიმდინარე სეზონში მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. გასულ სეზონში კი მან, ყველა ტურნირის ეგიდით, 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მოთამაშემ “ქალაქელებთან” კონტრაქტი, რომელიც “უფას” ყოფილ მცველს ინგლისელებთან 2024 წლამდე აკავშირებს, გასულ წელს განაახლა.
თავიდან ხოსე გაიაზე იყო საუბარი რომელმაც არბა ამოაგდო ნაკრებიდან და თან ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში, მესმის რო ლუის ენრიკე ალბას თავად კატალონიაში დიდა არ წყალობდა მარა ხოსე გაია 2-პოზიციას მოაგვარებდა სკამიდან და არავინ იცის იქნებ ძირითადსაც გამოეკრა ხელი. ვალენსია კრიზისშია და გაიას 20-დან 30 ფარგლებში დათმობდა
ეს გვარდიოლას საყვარელი ფეხბურთელია არავინ გამოუშვებს
დიდი ვერაფერი იგროკია ეს გრიმალდო მირჩევნია ბევრად