ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ფეხბურთელები სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადებიან

“ბარსას” ფეხბურთელები სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადებიან

 

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები ამჟამად სანაკრებო მატჩებზე არიან გადართულნი. სანამ მათ საზაფხულო არდადეგები დაეწყებათ, ისინი საკუთარი ნაკრებების ღირსების დაცვას “კოპა ამერიკაზე”, ევროპის 21 წლამდელთა და მსოფლიოს 19 წლამდელთა ჩემპიონატებში შეეცდებიან…

 

პირველი ივლისიდან 24 ივლისამდე, არგენტინა “კოპა ამერიკას” უმასპინძლებს. სერხიო ბატისტამ საკუთარ ეროვნულ ნარებში “ბარსას” სამი არგენტინელი ფეხბურთელი გამოიძახა. არგენტინელთა ღირსების დაცვას მესი, მაშერანო და მილიტო შეეცდებიან. სამივე ფეხბურთელი გუნდს 8 ივნისს, ერეიზაში შეუერთდება. ისინი 20 ივნისს,ბუენოს აირესში ამხანაგურ შეხვედრაში, ალბანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო “კოპა ამერიკის” პირველ მატჩს პირველ ივლისს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში მონაწილეობას რაღა თქმა უნდა ბრაზილიის ეროვული ნაკრებიც იღებს. ბრაზილიელთა რიგებში ორი ბლაუგრანელი – ალვეში და ადრიანო ირიცხებიან. მანო მენეზესის ბრაზილია “კოპა ამერიკამდე” ორ ამხანგაურ შეხვედრას, ჰოლანდიისა (დღეს) და რუმინეთის ეროვნული ნარებების წინააღმდეგ გამართავს. 3 ივლისიდან კი მათთვის სტარტს “კოპა ამერიკაც” აიღებს.

 

პირველი გუნდის 2 და “ბარსა ბ”–ს სამი ფეხბურთელი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. ესპანელთა რიგებში ბოიანი, ხეფრენი, მინიო, მონტოია და ტიაგო ირიცხებიან. ისინი ესპანეთის ღირსების დაცვას 8–დან 25 ივნისის ჩათვლით, დანიაში შეეცდებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი შაბათს ამხანაგურ შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ, სორიაში გამართავენ, ხოლო მათთვის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 12 ივნისს აიღებს, სადაც ესპანელები ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

 

29 ივლისიდან 20 აგვისტომდე, კოლუმბია მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებას არც ესპანეთი გამოკლებია. მართალია 20 წლამდელების დამრიგებელს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა სერხიო გომესი, ორიოლ რომეუ და მუნიესა, მის გუნდში რეგოლარულად ირიცხებიან.

 

ამ შაბათს, ესპანეთის 19 წლამდელთა გუნდი ევროპის 19 წლამდელთა ელიტ რაუნდის ბოლო მატჩს გამართავს. ახალგაზრდა ფეხბურთელები იმ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის იბრძვიან, რომელიც სტარტს რუმინეთში, 20 ივლისს აიღებს და პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. ინგლისელების წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელები, სერხი რობერტო, მარკ მუნიესა, სერხი გომესი და ხერარდ დელოფეუ მიიღებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში