პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, “პორტუ” “ბარსელონას” ორ ფეხბურთელს აკვირდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, პორტუგალიურ კლუბს რიკი პუჩის დამატება სურს, Sport კი წერს, რომ კლუბი ალექს კოლიადოთი ინტერესდება.
იმის შემდეგ, როცა რონალდ კუმანმა თქვა, რომ რიკი პუჩი დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებს და იჯარა მისთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა “ბარსასთან” მოილაპარაკეს და მიიღეს პირობა, რომ რიკი “კამპ ნოუს” არ დატოვებს. ამის მიუხედავად, სხვა კლუბები სიტუაციას აკვირდებიან და 21 წლის ნახევარმცველის გადაბირების იმედს არ კარგავენ. “პორტუს” გარდა, ტრანსფერით “ეინდჰოვენიც” არის დაინტერესებული.
რაც შეეხება კოლიადოს, მისი კლუბიდან წასვლა ბევრად უფრო რეალურია. “ბარსა ბ”-ს მოთამაშეს შეთავაზებები ევროპის ტოპ ლიგებიდან აქვს.



ბიჭო პუჩს ხელი არ დაადოთ ძააან ინანებთ მგონი აქედანვე ემჩნევა პუჩი და პედრი როგორი დუო იქნება ❤️