workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: სუარესს “ბარსელონა” არ უნდა დაეტოვებინა

რივალდო: სუარესს “ბარსელონა” არ უნდა დაეტოვებინა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, ლუის სუარესის “ბარსელონადან” მადრიდის “ატლეტიკოში” ტრანსფერს გამოეხმაურა. 

“იმედი მაქვს, “ატლეტიკოში” სუარესის კარიერა კარგად ჩაივლის. ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, მას “ბარსელონა” არ უნდა დაეტოვებინა. ის კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია და ერთადერთი მიზეზი, რამაც ალბათ “ბარსას” ბორდის გადაწყვეტილება განაპირობა, მისი ასაკია. 

“ბარსელონას” ახალი ცენტრფორვარდი სჭირდება. სუარესის გარეშე თამაში ძნელი იქნება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რონალდ კუმანმა საჭიროდ ასე ჩათვალა. მას ახალი სისტემის შექმნის გეგმა უკვე ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს და უნდა იცოდეს, როგორ შევავსოთ დანაკლისი. 

სუარესისა და ვიდალის წასვლის შემდეგ, გასაგებია, რომ პრესა სეზონის ბოლოს მესის წასვლაზე წერს. ჩემი აზრით, იქამდე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს და ლეომ გადაწყვეტილება შეცვალოს. 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია”. – თქვა რივალდომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Don Leo
    schedule 26 სექ 2020, 10:13

    იმედია ჩვენთან არ ითამაშებს თორე ამან თუ აიშვაა 😁😁

  • Zaali
    schedule 26 სექ 2020, 08:19

    და რატოო არუნდა გაეშვათ ???

  • Feel My Style
    schedule 26 სექ 2020, 00:52

    არასწორია, გუნდს არ უნდა გაეშვა სუარესი. თვითონ არსად წასულა