ახალგაზრდა ალბანელი თავდასმხმელის, რეი მანაის “ბარსელონური” კარიერა არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. 23 წლის ფეხბურთელი ძირითადი გუნდის განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, თავი ვერც “ბარსა ბ-ში” გამოიჩინა და კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, შესაძლებელია, მანაი თურქეთის სუპერლიგაში აღმოჩნდეს. ტრანსფერის მსურველი კლუბი “ქაზიმფაშაა”.
“ბარსელონასა” და თურქულ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.



