“ბარსელონას” 20 წლის ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, “ევერტონის” ინტერესის სფეროში მოხვდა. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, მოთამაშის იჯარით აყვანა სურს, იტყობინება Sport.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” მიზანი ტოდიბოს სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა იქნება. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი გამოსყიდვის ოპციაზე.
“ევერტონის” გარდა ტოდიბოს შეძენით “ფულემი” და “ლესტერიც” ინტერესდება. კატალონიელები მზად არიან, ფრანგი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმონ.



პიკე, ლენგლე, არაუხო და მეოთხე მცველად უმტიტი ან ბარსა ბ-დან ვინმე ოღონდ ჩუმის გარდა
ხეისონ მურილიოს xD
LOL😂😂😂
ხეისონ მურილიოს xD
ამას გაუშვებენ და პიკე, ლენგლე რომ დაემტვრევათ მოიყვანენ მერე ზამთარში ვინმე კოჭლ უსახელო უგვარო ფეხბურთელს :)))
დატოვეთ ეს დატოვეთ