ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ანხელ დი მარიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზში გადმოსვლაზე ლიონელ მესის დარწმუნებას ცდილობდა.
“პირველი, რაც მე მესის გავუგზავნე ეს იყო სქრინშოტი Instagram-იდან, სადაც ვაჩვენე თუ როგორი ფორმაციის გუნდი იქნებოდა “პარი სენ-ჟერმენი” მესისთან ერთად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავიგე, რომ ლეოს “ბარსელონაში” თამაში არ სურდა.”, – დი მარიას სიტყვებს Radio Continental ციტირებს.
მესის, რომელიც საბოლოოდ “ბარსელონაში” დარჩა, კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება.



