დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
რა ხდება ემერსონის ტრანსფერზე? რისი უფლება აქვს “ბარსელონას”

რა ხდება ემერსონის ტრანსფერზე? რისი უფლება აქვს “ბარსელონას”

“ბარსელონას” მხრიდან “ბეტისიდან” ემერსონის გამოსყიდვის თაობაზე ცნობები პერიოდულად ვრცელდება ხოლმე.

იანვარში იწერებოდა, რომ კატალონიელებს ახალგაზრდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველის გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ზაფხულში გავრცელდა ცნობები, რომ “ბლაუგრანას” სურდა 21 წლის ფეხბურთელი გამოესყიდა და “მილანში” 30 მილიონად გაეყიდა, არც ეს გამოვიდა. ახლა კი, ემერსონი “ბარსას” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს, ამჯერად სერჟინიო დესტის ალტერნატივად. ანუ, ის ნელსონ სემედუს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

“ბეტისი” ძველ პოზიციაზეა – “ბარსას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს და თუ ვინმეს ემერსონის ყიდვა უნდა, მსუყე წინადადებით უნდა მოგვმართოსო.

Marca იმედისმომცემ ფეხბურთელთან დაკავშირებით გაფორმებული კონტრაქტებით დაინტერესდა და შემდეგი გამოარკვია.

როგორც უკვე ვიცით, ემერსონი 2019 წლის იანვრამდე “ატლეტიკო მინეიროში” თამაშობდა, შემდეგ კი “ბეტისში” გადავიდა. სატრანსფერო თანხა (12.7 მილიონი ევრო) “ბარსელონამ” და “ბეტისმა” გაიყვეს და დაადგინეს, რომ პირველ 2 სეზონს ფეხბურთელი სევილიურ გუნდში გაატარებდა.

საინტერესო პერიოდი დგება 2021 წელს, როდესაც “ბარსელონას” უფლება ეძლევა “ბეტისს” 9 მილიონი ევრო გადაუხადოს და ემერსონის უფლებების დარჩენილი 50% გამოისყიდოს. ასეთ შემთხვევაში, “ბეტისი” მომდევნო ტრანსფერიდან 20%-ის მიღების უფლებას დაიტოვებს.

თუ “ბარსამ” ეს უფლება არ გამოიყენა, ემერსონის ტრანსფერის სრუალდ გამოსყიდვის ზუსტად იგივე უფლებები წარმოეშვება “ბეტისს” – “ბარსელონამ” 9 მილიონი უნდა მიიღოს და მომდევნო ტრანსფერიდან 20% დაიტოვოს.

თუ გამოსყიდვის უფლება არცერთმა კლუბმა გამოიყენა, ფეხბურთელის მომავალი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

სხვა, Marca-სგან განსხვავებული ინფორმაციით, “ბარსას” ფეხბურთელის არა 9, არამედ 6 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ “ბლაუგრანა” ემერსონს წელს მარტივად ვერ გაიფორმებს და სურვილის ასასრულებლად 2021 წლამდე მოცდა მოუწევს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 23 სექ 2020, 01:16

    მოაშორეთ აქედან ეს ჯლაგუნა

  • Pavlika
    schedule 22 სექ 2020, 23:31

    იმენა ბრაზილიაა ვისი ვისაშია ვერ გაიგებ