workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა

დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა

გავრცელებული ჭორების მიუხედავად, “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა. ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი მოისეს ლორენსი ავრცელებს. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც Daily Record-ის ჟურნალისტმა, დუნკან კასლსმა გაავრცელა, “წითელ ეშმაკები” დემბელეს ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად განიხილავდნენ და მისი იჯარით აყვანა სურდათ, “ბარსელონას” კი უსმანის გაყიდვა ურჩევნია, თუმცა 100 მილიონ ევროდ. იმავე წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან იჯარის ვარიანტი განიხილონ, თუ შეთანხმებაში გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდება.

მოისეს ლორენსი უფრო სანდო ჟურნალისტი გახლავთ, ვიდრე დუნკან კასლსი, ასე რომ, დიდი ალბათობით, დემბელე “კამპ ნოუზე” დარჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 22 სექ 2020, 17:21

    არც არავინ უშვებს დემბუზას