Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელ შემტევს, კონრად დე ლა ფუენტეს “ბარსელონაში” გადმოსვლამდე შეეძლო, მადრიდის “რეალში” თამაში აერჩია.
კონრადის აგენტმა “ბლანკოსისგან” შეთავაზება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა ფეხბურთელი 11 წლის იყო. მაშინ დე ლა ფუენტე ოჯახთან ერთად ესპანეთში ერთი წლის ჩასული იყო და კატალონიური “დამის” აკადემიაში ირიცხებოდა.
წყაროს ცნობით, აგენტმა “რეალს” პირდაპირი უარი უთხრა, მალევე კი კონრადი “ლა მასიაში” აღმოჩნდა. ასაკობრივ გუნდებში წარმატების შემდეგ, ნიჭიერი ფეხბურთელი 2018 წელს “ბარსა ბ-ში” დაწინაურდა, წლევანდელი პრესეზონი კი ძირითად გუნდთან ერთად გაატარა.
დე ლა ფუენტემ “ბარსელონას” შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში რონალდ კუმანი მას პერიოდულად უხმობს.




დესტი-პიკე-გარსია-ალბა თემა იქნება. Მომავალ წლებში ალფონსო დევისის დათრევაზე უნდა იჩალიჩონ, შეიძლება მაგისჩალიჩი, ბარსას ფანია ეგ და მესის, ამერიკული ფლანგები გვეყოლება მარცხნივ და მარჯვნიც Air America 😄 აქეთ კონრადა უნდა დარჩეს ყვლანაერად, უსწრაფესი ვინგერია ძაან პერსპექტიული.ახალგაზრდებს მაქსიმალური დრო, პედრი ტრინკაო უკლასნესია და უნდა დარჩეს პუჩიც. Ბუსკეტსი გასაყიდია სანამ მაგაში ფულს იხდიან ერათ 60 მილიონად და უპანეკანოა დასათრევი კიდევ უეჭველი. Ბუსის ადგილად დეიონგი გვყავს
კანადელია დევისი.
და ბუსკეცში 60 მილიონს ვინ გადაიხდის ღადაობ?😂😂😂😂
მაქსიმუმ 10-15 მილიონი ეგეც ამერიკულმა გუნდმა