“ბარსელონას” ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი, რომელიც მცირე ხნის წინ, ესპანეთის რანგით მეოთხე ჩემპიონატში მოასპარეზე “ორტაში” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადებიუტო მატჩში მოედნიდან გააძევეს.
“ორტა” ამხანაგურ მატჩს “ვილაფრანკას” წინააღმდეგ ატარებდა. შეხვედრის 78-ე წუთზე 38 წლის ვალდესს მსაჯმა კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა. მისი გუნდი მარცხდებოდა, თუმცა, გაძევების შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება შეძლო და თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა.
აქამდე, იგი “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა, რომელშიც სადებიუტო მატჩი ვალდესისთვის, ასევე, წითელი ბარათით დასრულდა. ახალგაზრდულ გუნდში მან ორი თვე იმუშავა.
მევასბა ვალდესი ძაან მაგრა.ესეთი ცეცხლი და ჟინიანი ტიპი ჭირდება ბარსას.
ვაბშე ხავი თუ მოვიდა მერე ამის შტაბში მოყვანა მაგრა გამისწორდებოდა.
გინდა არ გინდა ბარსას ლეგენდაა!