“ბარსელონას” 21 წლის სენეგალელი მარჯვენა მცველი, მუსა ვაგე, იჯარის წესით ბერძნულ პაოკ-ში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გამოცემის (Sportime) ჟურნალისტი, გიანის ჩორიანოპულოსი ავრცელებს.
გარიგების თანახმად, ვაგე პაოკ-ში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გამოსყიდვის ოპცია და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სენეგალელი “ბარსელონაში” 2018 წლის ზაფხულში გადმოვიდა.




ნინუა და ვაგე ერთ გუნდში 🙄