Sky Sports Italia: ლუის ენრიკე “რომას” გაწვრთნის

Sky Sports Italia: ლუის ენრიკე “რომას” გაწვრთნის

 

როგორც, “Sky Sports Italia” იტყობინება, “ბარსა ბ”–ს 41 წლის ესპანელი სპეციალისტი, ლუის ენრიკე მომავალი სეზონიდან სათავეში რომაულ “რომას” ჩაუდგება…

 

იტალიურ წყაროზე დაყრდნობით, ლუის ენრიკეს “რომას” ხელმძღვანელობამ 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და წელიწადში მისი ხელფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება. ასევე რომაელები გეგმავენ, რომ ლუის ენრიკესთან ერთად, გუნდის სამწვრთნელო შტაბს “ბარსა ბ”–ს ყოფილი მწვრთნელის ყოფილი პარტნიორი, ივან დე ლა პენია შეჰმატოს.

 

ლუის ენრიკეს, “რომას” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად, “ბარსა ბ”–ს სეზონის დასრულების შემდეგ წარადგენენ. ესპანელი სპეციალისტის გუნდს, რომელიც “სეგუნდა დივიზიონში” მესამე ადგილს იკავებს, ერთი შეხვედრა მეორე ადგილოსან “რაიო ვალიეკანოსთან” აქვს დარჩენილი. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია