“ბარსელონას” 19 წლის შემტევის, კონრად დე ლა ფუენტეს დამატებით “ჟირონა” დაინტერესდა. სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე კატალონიურ კლუბს სურს, შეტევა ამერიკელი ფეხბურთელით გააძლიეროს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ “ბარსამ” სეზონის სტარტზე კონრადის გაყიდვა ან თუნდაც იჯარით გაშვება მოინდომოს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ “ჟირონა” მე-2 დივიზიონში თამაშობს, სადაც სათამაშო პრაქტიკის მიღება დიდად არ ფასობს.
დე ლა ფუენტეს ძირითად გუნდში დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. მან რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით 2 შეხვედრა ჩაატარა (მათ შორის ერთი სწორედ “ჟირონას” წინააღმდეგ) და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.




საიდან მოიტანეთ, რომ ჟირონა მესამე დივიზიონში თამაშობს? სეგუნდაში გამოდის. მეხუთე ადგილზე გავიდა. პლეიოფის ფინალში ელჩესთან წააგო, თორემ ლა ლიგაში იქნებოდა ელჩეს ნაცვლად.
სადმე წესიერი გუნდი იჯარისთვის მე მხოლოდ ჰოლანდიაში აიაქსი მეგულება
თუ დეპაი მოყავთ გაუშვან იჯარით ოღონდ დაბალ დივიზიონში არა სადმე წესიერ გუნდში. თუ არ მოყავთ დატოვონ