ლიონელ მესიმ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა მოიგო: არგენტინელის ტანსაცმლის წარმოების ბრენდი, საავტორო უფლებების დაცვის გამო, ველოსიპედების ეკიპირების კომპანია Massi-ს 9 წლის განმავლობაში ედავებოდა. ინფორმაცია Sky Sports-ზე დაყრდნობით პორტალ Tribuna-ზე გავრცელდა.
დავა სწორედ Massi-ს მფლობელებმა დაიწყეს – მათი აზრით, “ბარსელონას” ფეხბურთელის მიერ 2011 წელს დარეგისტრირებული ბრენდი, რომელიც მესის სახელს ატარებს, მათი ბრენდის სახელთან ზედმეტად მიახლოებული იყო და პოტენციურ კლიენტებს შორის გაურკვევლობას გამოიწვევდა.
სასამართლომ Massi-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ლეო მესის რეპუტაციის გათვალისწინებით, კლიენტებს ორი ბრენდის გარჩევის პრობლემა არ ექნებათ.




თაკო და მაკო რო ვერ გაარჩიო ერთმანეთისგან ისეა ესეც სუფთა შიბლოები ბლიად
მესი შეიძლება ისიც იყოს რაიცი რას გაიგებ, მარა ''ლეომ რატო დაარქვა ჩვენში არ აერიოს ხალხსო როგორ უნდა თქვა 😀 😀
ველოსიპედი კი არა და მესიმ საკუთარ ბრენდს თავისივე სახელი დაარქვა და ველოსიპედების ეკიპიროვკის მწარმოებელმა რატომ დაარქვა მასი, შეცვალა მხოლოდ ერთი ასო.არასოდეს ჰქონდა გაგონილი ვინ იყო მესი?
ვფიქრობ რომ პირიქით, სპეციალური მარკეტინგული გათვლა იყო, ბევრი იფიქრებდა ეს ფირმაც მესისიაო და კლიენტიც მეტი ეყოლებოდა!
რას არ გაიგებ რაა 😁😁😁 სად ველოსიპედი სად ერეკლე