უკვე რამდენიმე წელია, რაც კატალონიის “ბარსელონა” ბურთთან ახლო კონტაქტში შევიდა და მისი ფეხბურთელები და თავად ბურთი ერთმანეთისთვის განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ამას 2010/11 წლების სეზონში, ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელიც მოწმობს – 73.4%…
ამ შედეგით, “ბარსელონაში” ყოველი მომუშავე ადამიანი, თუ უბრალო გულშემატკივარი უნდა ამაყობდეს. ეს ხომ ევროპის კონტინენტზე საუკეთესო შედეგია. როგორც ჩანს, კატალონიელებისგან განსხვავებით, სხვებს ბურთთან საერთო ენის გამონახვა უძნელდებათ. “ბარსას” შემდეგ ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლით მიუნხენის “ბაიერნი”, 61.5%–ით მოდის. მიუნხენელებს კი ლონდონელი მეთოფეები, 60.5%–ით მოსდევენ. აქვე არ შეიძლება გვერდი ავუაროთ “რეალ მადრიდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”. მადრიდული კლუბი ევროპაში ამ მაჩვენებლით იმ პოზიციას იკავებს, რამდენი “ჩემპიონთა ლიგის” თასიც აქვს აღმართული (56.61%), ხოლო “წითელი ეშმაკები” მეათე ადგილზე, 56.4%–ით იმყოფებიან.
უკვე ბოლო 5 სეზონია, რაც “ლა ლიგაში” კატალონიური კლუბის ფეხბურთელები აუმჯობესებენ და აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებლებს. პეპ გვარდიოლას პირველი სეზონის დროს, “ბარსას” ფეხბურთელებმა ბურთთან ერთად 65.8% დააგროვეს, ამის შემდეგ იყო 68.7%. ახლა კი ეს მაჩვენებელი 73.4%–ს აღწევს.
როგორც ჩანს, მარტივი არ არის ბურთთან საერთო ენის გამონახვა … “ბარსა” კი როგორც ყველას (მაგ. გატანილ გოლებს), ისევე ბურთსაც მშვენივრად უგებს და შესანიშნავად ეწყობა…



