შაბათს, ჟოან გამპერის სახელობის თასის 55-ე გათამაშება შედგება, რომელშიც “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “ელჩეს” დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა, თავდაპირველად, სათამაშოდ მილანის “ინტერი” მოიწვია. “ნერაძურიმ” შეთავაზება პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გამო უარყო.
“ბარსას” არ სურდა ტრადიიცის შეწყვეტა, თუმცა ვიზიტორი კლუბის მოძებნა რთული აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე შიდა ჩემპიონატთან ერთად, ევროტურნირების შესარჩევი ეტაპია დაწყებული. აგრეთვე, ევროპულ ქვეყნების ნაწილში საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებენ.
საბოლოოდ, “ელჩესა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ვარიანტებიღა იყო დარჩენილი. ვინაიდან “როხიბლანკოში” კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, გამპერის თასზე სათამაშოდ “ელჩე” შეირჩა.
გამპერის თასამდე, “ბარსელონა” ხვალ, სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ჟირონას” დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩს “ესტადი იოჰან კრუიფი” უმასპინძლებს
ბაიერნთან თამაშამდეც რაღაც მსგავსები მესმოდა….
გამოდის, როპმ სეზონი "მთლად უტიტულოდ" არ დასრულდება
😁 🤣 🙉
ნუ ეხა გამპერის თასს რო მოიგებს ბარსა ამაში ალბათ ეჭვი არ ეპარება არავის 😀 მაგრამ მთავარია ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე როგორ ითამაშებენ
kai 4-0 daideba mesis dubli dembeles 1 goli da grizmanis goli 2kous asisti 1 trinikus asisti sa ertic mesis asisti