ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “ტროფეო დი სტეფანოს” მფლობელი გახდა

მესი “ტროფეო დი სტეფანოს” მფლობელი გახდა

  არგენტინელი ლეგიონერი “ბარსელონასი” ლიონელ ანდრეას მესი “ტორფეო დი სტეფანოს” მფლობელი გახდა ზედიზედ მესამედ. მან თავის კონკურენტებს კრისტიანო რონალდუს და ჩავი ერნანდესს გადაუსწრო.   ლეომ წელს 31 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა “ლა ლიგაში”, ამასთანავე გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი როლი ითამაშა და წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ალფრედო დი სტეფანო გახლავთ “რეალ მადრიდის” და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, იგი წარმოშობით არგენტინელია, ამიტომაც ლეო მესის მიმართ სიმპატია გააჩნია და არასდროს იშურებს არგენტინელის მიმართ განაცხადოს კარგი და ძვირფასი.

რაც შეეხება პრიზიორებს, კრისტიანო რონალდო, პორტუგალიელი ვარკსვლავი, რომელმაც 40 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, გავიდა მეორე საფეხბურზე, ხოლო ჩავი ერნანდესი, “ბარსელონას” ელ მაესტრო მესამე პოზიციას დასჯერდა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში