workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკო” ქალთა ლა ლიგაში – “ბარსელონას” ახალი კონკურენტი ჰყავს

“ელ კლასიკო” ქალთა ლა ლიგაში – “ბარსელონას” ახალი კონკურენტი ჰყავს

უკვე ოფიციალურად, მადრიდის “რეალს” ქალთა გუნდი ჰყავს – ფლორენტინო პერესის ახალ კოლექტივს დიდი ამბიციები აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ჰეგემონიის დამხობას აპირებს. 

“რეალი” ასპარეზობას პირდაპირ პრიმერა დივიზიონში დაიწყებს, რადგან გუნდი 2014 წელს დაარსებულ კლუბ “ტაკონზეა” დაფუძნებული, რომელიც წინა სეზონში პრიმერაში გამოდიოდა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში “ბარსამ” “ტაკონი” ორჯერ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა: კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 9-1 იმარჯვეს, სტუმრად კი 6-0. 

ბილბაოს “ატლეტიკთან” ერთად, “ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანი გუნდია. ბოლო წლებში, “ბილბაო” წარმატებას ვეღარ აღწევს და “ბლაუგრანას” ერთადერთი რეალური კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკოა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Messiah
    schedule 11 სექ 2020, 16:59
    პერესი ძან კაი პრეზიდენტია რაცარუნდა ცუდი ტიპი იყოს :დ თავისი გუნდისთვის ანგელოზია ..
  • me da barca
    schedule 11 სექ 2020, 16:54

    მადრიდელებს ჩამოიცმევენ კალბასის ჩეკივით.