კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” იმ ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს, რომლებიც სარეზერვო გუნდში სულ რამდენიმე თვის წინ დაიმატა. კლუბის მიზანი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეების ტრანსფერებით შემოსავლის გაზრდაა.
საუბარია სამ ფეხბურთელზე – რეი მანაიზე, მატეუს პერეირასა და სანტიაგო რამოს მინგოზე. “ბარსა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი მანაისა და პერეირას თამაშით უკმაყოფილოა, რამოსს კი დებიუტი ჯერ არც კი ჰქონია და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მხოლოდ მის ვარჯიშზე დაკვირვების შედეგადაა მიღებული.
როგორც იცით, “ბარსა ბ” სეგუნდა დივიზიონში ისევ ვერ დაწინაურდა და ახალ სეზონს ისევ ესპანეთის მესამე ლიგაში დაიწყებს.



