ბარსას მომავალი ჩემი თვალით

ბარსას მომავალი ჩემი თვალით

1) პრეზიდენტი უნდა იყოს ლაპორტა. იმიტომ რომ არ გვაქვს ახლა დრო ექსპერიმენტების, ლაპორტას კი თავისი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. თუ მოვა იგი ლამასიაც ძველ დიდებას დაიბრუნებს და უაზროდაც არ გავფლანგავთ მილიონებს ტრანსფერებში.  მთავარი მწვრთნელი გვარდიოლა უნდა იყოს, თუ პეპი არ დათანხმდება მაშინ კუმანის შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს ცვლილება. თუ რონალდი წავა და არც გვარდი დაბრუნდა, მაშინ ბარსა ჩავიმ უნდა ჩაიბაროს

2) გუნდი უნდა დატოვოს ძალიან ბევრმა მოთამაშემ: სემედუმ (ვერ გაიხსნა), ტოდიბო (ტლანქია), რაფინია (ტრამვებმა დატანჯა და ვერ გამოავლინა თავისი პოტენციალი ბოლომდე), ვიდალი (ასაკიდან და მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე), უმტიტი (საკუთარი კარიერის დანგრევის გამო), ფირპო (იმედების გაუმართლებლობის გამო). ასევე ვინც განათხოვრებულები იყვნენ ალენიას, ო.ბუსკეტსის, პედრის, ტრინკაოს და მატეუშ ფერნანდესის გარდა რაღათქმაუნდა. სუარესის გაშვება კი უდიდესს სისულელედ მიმაჩნია, თანაც უფასოდ.

3) ბარსელონამ დაცვის ხაზი აუცილებლად უნდა გააძლიეროს პირველრიგში. ცენტრალურ მცველებშია დიდი პრობლემა და ეს პრობლემა მოგვარდება თუ 2 ფეხბურთელს მოიყვანენ: უპამენკანოს და ერიკ გარსიას. ასევე მარცხნივ ანხელინიოა მოსაყვანი, ხოლო მარჯნივ ემერსონი უნდა დაბრუნდეს ბეტისიდან, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

4) ბარსა ბ-ში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. პირველრიგში 4 ფეხბურთელია დასაწინაურებელი: ანსუ ფატი, კოლიადო, მონჩუ და არაუხო. შემდგომ შესაძლოა ისეთი ფეხბურთელების დაწინაურებაც როგორებიცაა: მორიბა, ლა დე ფუენტე, აკიემე და ა.შ. 

5) გუნდმა უნდა შეცვალოს ტაქტიკა რადგან 4-3-3 ფონს ვეღარ გავდივართ. აწი 4-2-3-1 (კუმანის საყვარელი ტაქტიკით) უნდა ვითამაშოთ:

ტერ შტეგენი, ემერსონი, ერიკ გარსია, უპამენკანო, ანხელინიო; დე იონგი, პიანიჩი; კოუტინიო, გრიზმანი, ს,რობერტო/დემბელე; მესი. ამ ტაქტიკიხ მიხედვით მესი და გრიზმო პოზიციებს გაცვლიან ხოლმე.

6) სწორი პრეზიდენტით, მწვრთნელით და კლუბისთვის შესაფერისი ფეხბურთელებით დაბრუნდება მხოლოდ ძველი დიდება 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია