ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეირნობა ჰაერში და სქესობრივი კავშირი ბრაზილიურად

სეირნობა ჰაერში და სქესობრივი კავშირი ბრაზილიურად

 

“Johan Cruyff built the cathedral and Pep Guardiola painted the ceiling.”
– Fox Soccer-ის კომენტატორი.

 

ფინალის დაწყებამდე, “მანჩესტერს” მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გაშვებული…

ფინალის დაწყებამდე, 1992 წლიდან “ბარსასა” და “იუნაიტედს” ერთი რაოდენობის გოლები ჰქონდათ გატანილი და გაშვებული…

ფინალის დაწყებამდე, ფინალისტებს “ჩემპიონთა ლიგის” თასი 3–3-ჯერ ჰქონდათ აღმართული…

ფინალის დაწყებამდე, ფინალი ჯერ დაწყებული არ იყო, შესაბამისად ის, რაც ფინალის დაწყებამდე იყო, შეცვლილი არ ყოფილა.

ახლა კი “ფინალის დაწყებამდეს” ძახილი უკვე გვიანაა … ფინალი დასრულდა და ის, რაც ფინალის დაწყებამდე იყო, შეიცვალა…

 

…სანამ 28 მაისი დადგებოდა (კერძოდ 23:45 სთ.), “ბარსას” თუ “იუნაიტედის” გულშემატკივართა უმრალესობა დღეებს, საათებს, წუთებსა და წამებს დაუზარელად ითვლიდა. ახლა კი მათ, ვინც დღეებს, საათებს, წუთებსა და წამებს დაუზარელად ითვლიდა, შეუძლიათ ტბკილად, თუ მწარედ გაიხსენონ ის, რაც დღეების, საათების, წუთებისა და წამების დაუზარელად თლას მოჰყვა. თუმცა, მგონია რომ “რაც არ უნდა” “იუნაიტედისა” და “მადრიდის” გულშემატკივარი იყო, ამ თამაშით მოყენებულ იმ “პატარა” ტკივილთან ერთად დიდი სიამოვნების მიღებასაც შეძლებდი. ფერგიმ მატჩის წინ განაცხადა: “ეს შეიძლება ათწლეულის საუკეთესო ფინალი იყოს” – შესაძლოა საუკეთესო არა, მაგრამ ბოლო ათწლეულისა, თუ ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ–ერთი საუკეთსო ფინალი, რომ შედგა, ფაქტია…

 

ტრადიციულად, მატჩის დაწყებისთვის 22–ივე ფეხბურთელი და შეხვედრის (ახლა უკვე) ხუთივე არბიტრი მოედანზე განლაგდნენ. ბურთის თამაშში შეყვანა თავის თავზე ადგილობრივი ქვეყნის წარმომადგენლებმა აიღეს. შეხვედრა “წითელმა ეშმაკებმა” აქტიურად დაიწყეს. თუმცა, კატალონიელთა ნახევარ–დაცვამ მალევე გადაწყვიტა ახლა ჯერი თავდასხმაზეაო და სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდების მოჯადოებაც დაიწყო … ჩავიმ, ინიესტამ და მესიმ როგორც იქნა ბურთის მოპოვება მოახერხეს და შეტევებსაც აქტიურად აწარმოებდნენ. 40 წლის ჰოლანდიელი კიპერის, ვან დერ საარის კარის შემწუხებლად ძირითადად ასტურიელი დავიდ ვილია გვევლინებოდ, თუმცა ბურთი ჰოლანდიური ძაფით გაჟღენთილ ინგლისურ ბადეში არა და არ ეხვეოდა. არ ეხვეოდა, სანამ ჩავი ერნანდესის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ ბურთთან ტენერიფელი პედრო როდრიგესი არ აღმოჩნდებოდა. ახალგაზრდა კუნძულელმა ბიჭმა ანგარიში გახსნა. “ბარსელონა” წინ გაიჭრა!..

 

ამის შემდეგ კატალონიელები ისევ ბურთის კონტროლისათვის და ახლა უკვე სხვაობის გაზრდისთის იბრძოდნენ. თუმცა, 34–ე წუთზე, რაიან გიგზის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ მოწოდების სიმაღლეზე უეინ რუნი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აბიდალის დიდი დამსახურებით, რაიან გიგზსი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა გოლი ისე გავიდა, რომ გვერდითა არბიტრის ალამი ოდნავადაც არ შერხეულა – გოლი გავიდა. ეს ფაქტი შეხვედრის არბიტრმაც თავის მრივ, სასტვენის დახმარებით დაადასტურა. ასე, რომ ბევრ ლაპარაკს, ისევ საქმის გაკეთება სჯობდა. ამიტომაც “ბარსა” ჩვეულ სტილს არ ღალატობდა და ისევ და ისევ გოლის გატანისთვის იბრძოდა. ამის შემდეგ პირველ ნახევარში, გოლის გატანის შანსები მესისა და პედროს ჰქონდათ, თუმცა მათ ფეხების სიგრძემ უმტყუვნათ და გუნდებსაც შესვენებაზე გასვლა საყაიმო ანგარიშით მოუწიათ.

 

 

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ სერ ალექსმა აღნიშნა, ანგარიშის გათანაბრების შემდეგ წითლებს შეხვედრის მოგების იმედი დაუბრუნდათ, თუმცა ამის დანახვა მაშინ, როდესაც “ბარსა” ბურთს აგორავებდა, მარტივი არ ყოფილა. ამ ბურთის გორაობას კი დანი ალვესის შეტევაში ჩართვა მოჰყვა, თუმცა ჰოლანდიელი კიპერი გაუვალი აღმოჩნდა. გაუვალი აღმოჩნდა იქამდე, სანამ 54–ე წუთზე ლეო მესი საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმის შემდეგ გოლს არ გაიტანდა. ტაბლო კვლავ “ბარსას” სასარგებლოდ ციმციმებდა, ხოლო “მანჩესტერელთა” ნახევრის ერთ–ერთ კუთხეში განლაგებული მიკროფონი ფრთებს შლიდა და დაფრინავდა. მიკროფონთან ერთად, ლეოს ფეხი მოციმციმე სარეკლამო ბანერსაც არ ასცდენია. თუმცა, მიკროფონისგან განსხვავებით მას წონასწორობა არ დაუკარგავს და კვლავ იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო…

 

ახლა კი დაიწყო ბურთის იმ სტილში სეირნობა, რა სტილსაც ასე მიგვაჩვიეს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ამ ბოლო წლებში. ბურთს ასეთი სეირნობის მანერა არ მოსწონდათ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს და ამიტომაც ჯარიმების სიმრავლეც ნათლად აღინიშნებოდა. ვალენსიას უხეშ თამაშს დანი ალვესის ფეხის უცნაური შლა მოჰყვა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა შეხვედრის მთავარ არბიტრ ვიქტორ კაშაის ყვითელი ბარათი გამოსტყუა. ამ მომენტიდან ერთ წუთში კი ასეთივე საგნის დამსახურება მაიკლ კერიკმა “მოახერხა”. ყვითლებს ფაბიოს ტრავმა მოჰყვა. ფაბიოს ტრავმას კი პორტუგალიელი ნანის მოედანზე შემოსვლა. ნანიმ თავის გამოჩენა მალევე მოახერხა. ეს კი უმეტესწილად ლეო მესის დამსახურებაა. ლეომ მარჯვენა ფლანგზე მისი ერთი შეხებით ჩამოშორება და ვან დერ საარის კარის სიახლოვეს ბურთით ჩარბენა შეძლო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბურთთან სერხიო ბუსეცი აღმოჩნდა, სერხიოს წყალობით ბურთი ვილიას ჩაუვარდა მკლავებში, ხოლო ასტურიელის მკლავებიდან ბურთმა ზემოთხსენებული კიპერის დასაცველი კარისკენ გადაინაცვა … 3:1 !!!

 

შეხვედრა ვან დერ საარისთვის ამის შემდეგაც არ აღმოჩენილა მშვიდი, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. ახლა კი ზეიმის დროც დადგა. კატალონიელებმა მეოთხედ მოახერხეს “ჩემპიონთა ლიგის”
ტიტულის მოპოვება. კატალონიელებმა კიდევ ერთხელ დაამარცხეს ფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი”. კატალონიელებმა პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ მეათე თასი მოიპოვეს … კატალონიელებმა გაიმარჯვეს!

 

►თასი აბიდალმა აღმართა; თასთან სქესობრივი კავშირის დამყარება კი დანი ალვესმა სცადა.

►კარების ბადეების შეწუხება პედრომ, რუნიმ, მესიმ და ვილიამ შეძლეს; ბადეების მოხსნა კი პიკემ.

►ერთწლიანი განტვირთვის შემდეგ, თასი კატალონიაში ბრუნდება; ალვეშთან ერთად თავს იგი ბედნიერად და დაცულად გრძნობს…

►მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი ძირითადად მინდორზე სეირნობდა; გვარდიოლა კი კვლავ ჰაერში სეირნობითაა დაკავებული.

►“მანჩესტერმა” კატალონიურ კლუბს გამარჯვება Facebook-ზე მიულოცა; მე კი აქ, “ბარსამანიაზე” მოგილოცავთ! 

 

Gràcies equip!

[media=http://www.youtube.com/watch?v=FsPRYc5LbO4]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში