რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, “ბარსელონას” ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს.
“სიუტატ ესპორტივაზე” ისევ არ გამოცხადდა ლიონელ მესი, რომელმაც გუშინ დაადასტურა, რომ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. არგენტინელმა ვარჯიშის განახლებამდე PCR ტესტირება უნდა ჩაიტაროს. სავარაუდოდ, ის “ბარსას” ორშაბათს დაუბრუნდება.
კატალონიური გუნდისთვის სეზონი ოფიციალურად 27 სექტემბერს იწყება, იქამდე კი გუნდი 2 ან 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ მათგანამდე (ბარსა-ჟიმნასტიკი) ერთი კვირაა დარჩენილი.
![შაბათის სავარჯიშო სესია [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/09/1599320415_b.jpg)



მკვდარი სულები
აუ დემბუზა რა ხოდზეააა
აკი სუა ცალკე ივარჯიშებსო კუმანმაო… Იდიოტი ჟურნალისტები