workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩის დამშვიდობება “ბარსელონასთან”

ივან რაკიტიჩის დამშვიდობება “ბარსელონასთან”

გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, რომლის პირდაპირ ეთერში ყურებაც მხოლოდ BarcaTV+ -ის ეთერშია შესაძლებელი, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა. 

“ვფიქრობ, ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რამდენს ვშრომობდი “ბარსელონასთვის”. 

24 საათის განმავლობაში ფეხბურთით ვცხოვრობ, ოჯახის წევრებთან ერთადაც კი. ფეხბურთი 4 წლის ასაკიდან მიყვარს და ამით სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებ. 

6 წლის მანძილზე, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ქალაქი შესანიშნავი იყო, ხალხმა კი დიდი სითბო გვაჩუქა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. კარგი იქნება, თუ ყველას ვემახსოვრები უბრალო ადამიანად, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა. 

მინდა, დავემშვიდობო მწვრთნელებს, ბორდს, თანაგუნდელებს და სამზარეულოს პერსონალს. მათ ჩემი წასვლის გამო ცრემლები მოადგათ. 

ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ბარსელონაში” ამდენ მატჩს ჩავატარებდი და ამდენ ტიტულს მოვიგებდი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ძალიან ბევრი ვისწავლე. ყველაფერი შესანიშნავი იყო. 

ჩავი და ანდრეს ინიესტა განსაკუთრებული თანაგუნდელები იყვნენ. ჩავისთან ერთად გავატარებული წელი განვითარებაში დამეხმარა, ანდრესი კი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, რომელიც სპორტის გამო შევიძინე. საუკეთესო მომენტი? ასეთი ბევრი იყო. თუ მაინც ერთი უნდა ავირჩიო, ბერლინის ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავასახელებ.

“ბაიერნთან” კრახი? უკვე კარგად ვიცით, რა მოხდა, ამის თავიდან აცილება ყველას უნდოდა. ვწუხვარ, რომ თამაშში მონაწილეობის მიღება ვერ მოვახერხე. 

მესი? ფეხბურთელები თავიანთი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას თავად იღებენ. 

“ბარსელონას” წარმატებას ვუსურვებ. თუ “ბარსას” კარში გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ”. – თქვა რაკიტიჩმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Iniesta. And messi
    schedule 02 სექ 2020, 18:50

    წარმატებები რაკეტა შენ უდიდესი ფეხბურთელი ხარ მადლობა ყველაფრისათვის

  • BEKA CULE
    schedule 02 სექ 2020, 15:32

    რაკი მაგარი იყავი დიდი კაცი დიდი გულით 💓

  • ferreira10
    schedule 02 სექ 2020, 14:54

    ერთერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში! კაცურად მოვიდა კაცურად დატოვა კლუბი. არსოდეს უწუწუნია ბოლომდე შორომობდა და იბრძოდა, წარმატებები რაკეტას შესაფერის გაცილებას იმსახურებს ეს კაცი.

  • cezo45
    schedule 02 სექ 2020, 14:06

    პიანიჩი მოიყვანეს 60 მილიონად და ეს ერთ მილიონად გაუშვეს ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა მაოცებს პირდაპირ

  • Magician
    schedule 02 სექ 2020, 13:56

    გრაციას, ივან <3 მუდამ გვემახსოვრები <3