მესის გვარდიოლასთან სურს და პეპსაც სურს მისი დამატება. გვარდიოლას ძალიან ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ დიდი სურვილი აქვს, მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს. ამას კლუბის პატივისცემის გამო ამბობდა, იქვე აყოლებდა, რომ არასდროს უცდია მისი გადაბირება, ამით ფანებს ანიშნებდა, რომ მთავარი ბრილიანტის წართმევას არასდროს შეეცდებოდა. პეპი ბოლომდე “კულედ” რჩებოდა, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც თავად მესიმ თხოვა “სიტიში” გადასვლა.
ამჯერადაც შორს რომ დაეჭირა თავი, დიდი სისულელე იქნებოდა. მასთან თუ არა, სხვაგან მაინც წავა, მაგალითად პარიზში, ან მანჩესტერში, ოღონდ სხვა კლუბში.. აქ საქმე იმაში არ არის, რომ მესი რომელიმე კლუბის წინადადებამ მოხიბლა, საქმე იმაშია, რომ მესი ძალიან გაბრაზებულია და წასვლა სურს.
მხოლოდ კონტრაქტს შეუძლია მისი შეჩერება, სურვილი კი საერთოდ აღარ შერჩენია, ლეოს მიაჩნია, რომ კუმანის პროექტი წარმატებას 2-3 წლის შემდეგ მოიტანს, თავად კი ამდენი დრო არ აქვს, მესი იმ რანგის ფეხბურთელია, რომ მის ამბიციებს მუდმივი კვება სჭირდება.
თავის მხრივ, პეპს რომ ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს, შესაძლოა ლეოსთვის უარიც ეთქვა. მესის დამატება ავტომატურად ნიშნავს ყველაფრის გადაწყობას, ეს კი პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ გვარდიოლას გუნდი ძალიან შორს არის იდეალურისგან. “სიტის” “არაბული პირველი ტალღა” უკვე ჩავლილია, მათ ხერხემალს, თითოეულ ხაზში, ოთხი ფეხბურთელი შეადგენდა, დაცვაში კომპანი, საყრდენზე იაია, შემტევ ნახევარმცველად სილვა და თავდასხმაში აგუერო, ახლა მხოლოდ არგენტინელია დარჩენილი და “ბარსასი” არ იყოს, “სიტიც” თავიდან არის შესაკოწიწებელი, თუმცა “ბარსასგან” განსხვავებით, “სიტის” სწორი გუნდი და დიდი ფინანსები აქვს. რამდენად ჭკვიანურია ახალი გუნდის შენებისას 33 წლის ფეხბურთელის დამატება, რთული სათქმელია, მაგრამ საუბარი ხომ ლიონელ მესიზეა?!
ერთხელ, “ბარსაში” ყოფნის დროს, პეპმა ასეთი რამ თქვა: “არ შეიძლება ფეხბურთს უღალატო, თორემ ისიც გიღალატებს” – ეს მას შემდეგ თქვა, რაც ხალხმა მისი მაქსიმალიზმის შესახებ შეიტყო. პეპი იყო ის რევოლუციონერი, რომელმაც გუნდებს ყველა ტიტულისთვის ბრძოლა დააწყებინა, მანამდე ყოველთვის ძალების დაზოგვას ცდილობდნენ და “ტრიპლეტი” იშვიათი მოვლენა იყო, მას შემდეგ კი რამდენიმე “ტრიპლეტი” ვნახეთ, სხვადასხვა გუნდების შესრულებით.
ის ასევე საუბრობდა სტილსა და პრინციპებზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებებში ვნახეთ, რომ პეპმა თავის სტილს უღალატა და საპასუხოდ ფეხბურთის ღმერთებმაც ზურგი აქციეს, “ლიონთან” წაგება პირადად მის სინდისზეა (სტერლინგი გვერდზე იყოს), მოედნის ცენტრი შეგნებულად დათმო, დე ბრუინი ფლანგზე დააყენა და ფავორიტის რანგში, შეხვედრა დათმო. თამაშის შემდეგ სამართლიანადაც გააკრიტიკეს: “არასდროს მინახავს ასეთი დაცვითი გუნდი, გვარდიოლას ხელმძღვანელობით” – თქვა ბერბატოვმა.
“სხვა მწვრთნელს აუცილებლად პრობლემები შეექმნებოდა დარჩენაზე, მაგრამ პეპს გადაყენებას ვერ უბედავენ” – დააყოლა განაწყენებულმა იაია ტურემ.
ზედიზედ მეოთხედ, მეოთხედფინალში გავარდა, ამ დონის მწვრთნელისთვის ეს კატასტროფაა, ამიტომაც არ იტყვის უარს ლიონელ მესიზე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, ლეოს რთული ხასიათის ამბავი.
მათი პირველი კონფლიქტი ჩავი ერნანდსმა გაიხსენა, ვარჯიშის დროს პეპმა ლეოს შენიშვნა მისცა, ლეო გაბრაზდა, ბურთს ფეხი დაარტყა და გასახდელისკენ წავიდა, მხოლოდ ჩავიმ სცადა სიტუაციის გამოსწორება – “კარგი რა ბოს, ეს ხომ მესია?!”.
კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც არგენტინიდან დაბრუნებული მესი გვარდიოლამ დასვენების მიზნით სკამზე დასვა, მომდევნო კვირის განმავლობაში ლეო მას არ იმჩნევდა, არც მის სიტყვებზე რეაგირებდა.
ყველას ახსოვს როგორ თხოვა მესიმ ოლიმპიადაზე გაშვება, პეპს ეს არ უნდოდა, ზედმეტად დიდი რისკი იყო, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ თუ ამაზე უარს ეტყოდა, მესი არასდროს აპატიებდა, ამიტომ გაუშვა და კიდევ კარგი, რომ გაუშვა, რადგან ოლიმპიური ოქრო მესის ერთადერთი სანაკრებო ტიტულია.
კონფლიქტი იყო იბრასთან მიმართებაში, ოღონდ არა ფეხბურთელებს შორის. იბრამ იცოდა, რომ მესის გამო იჩაგრებოდა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას გვარდიოლას აკისრებდა. პეპს კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ყველა დროის საუკეთესო ფებურთელს ასე სურდა და მოედანზეც ყველას აჩვენებდა, რომ მართალი იყო, იმდენს იტანდა, რამდენიც მოუნდებოდა.
ასე აღმოჩნდა გვარდიოლა სულელურ სიტუაციაში და ასე მიეწერა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი.
ბოლო კონფლიქტი ისააკ კუენკასა და კრისტიან ტელიოს გამოჩენას უკავშირდება. ტელიო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლეო მესიმ მოედანზევე უყვირა, როგორც გახსოვთ, კრისტიანს უყვარდა მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში დარტყმა, ტიერი ანრის სტილში, არადა ეს ის პოზიციაა საიდანაც მესიზე კეთდება პასი, მოედნის ცენტრში, სწორედ ასეთი მომენტი იყო. პასი იკითხებოდა, მაგრამ ტელიომ დაარტყა და პირველად ვნახეთ წყობიდან გამოსული მესი, ოღონდ არა მეტოქის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თანაგუნდელის. ტელიოს მომავალი როგორც განვითარდა, ვიცით.
მესი საუკეთესოა და საუკეთესოს ითხოვს, მისი ავტორიტეტიც იმაზე დიდია, ვიდრე ადრე იყო, ამიტომ გვარდიოლას ამასთან ჭიდაობა კვლავ მოუწევს. პეპმა იცის, რომ რთული იქნება, მაგრამ თანახმაა, იმიტომ, რომ მის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერა და ვერ აღწევს.
ჯერ მარტო იბრას რა უქნა ტიპმა, იმხელა კაცი ფლანგზე არბენინებინა და თითონ ფორვარდათ გამწესდა აბა ისე იცოდა აახევდა იბრა ბუცს იმდენს გაიტანდა
100 % ით გეთანხმები. არ ვამბობ რო კულე არაა მარა წარმატების მიღწევის შანსს ხელიდან არასდროს გაუშვებს. თუნდაც ბარსას გავლით. რაც შეეხება ტრანსფერს, პეპი საშინდელ დღეშია. დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში არ უნდა მესი და რატო: პირველ რიგში ისევ ხასიათი. პეპის ინტერნსიურ ვარჯიშებს მესი ვერ/არ აიტანს და სხვა ფეხბურთელებისთვის ცუდი მაგალითი იქნება. თან მესის ტრანსფერის მერე პეპს ყველა ტრიპლეტს მოთხოვს, ან ოთხივე ტურნირს, იქ ხო ორი თასია. შესაბამისად ერთ წაგებასაც აღარავინ აპატიებს პეპს და მაგას დაბრალდება ყველაფერი. მარა თუ მოიგო ყველა ტურნირი პეპის აქტივში არ შევა ეგ. ლიგა თუ მოიგო ყველა იტყვის აი, მესიმ მოიგოო. პეპი კი მესის გარეშე ლიგას ვერ იგებსო. ასე რომ ქულების დასაწერად გვარდიოლას მესის ტრანსფერი არაფერში დაეხმმარება. ზატო სიტის ხელმძღვანელობა ხვდება რამხელა რამე დევს სასწორზე, გუნდის შემოსავლის და პოპულარობის გასამმაგება მესის ხარჯზე. იმ მლს ის გუნდისაც მათ შორის თუ ბოლოს იქ წავა. იქ ალბათ სუარესსაც წაიყვანენ. მოკლედ სიტის ბოსობას უღირს, პეპს არა. ჩემი აზრით..
ეგ არასდროს დაუდასტურებია, სამაგიეროდ ყველა პრესკონფერენციაზე ყველაფერს იფიცება, ძალიან მინდა მესი ბარსაში დარჩესო : ))
არ უცდია კიარა ენრიკოს ბოლო ჩაგდებული სეზონის მერე, როცა მესიმ ყურები ჩამოყარა პირველი გვარდიოლასთან სიტიში გადაბარგებაზე წავიდა ბაზარი და მაშინ ხელფასი თუარ ვცდები 40% გაუზარდეს, მაგრად გაჭიანურდა მაშინაც კონტრაქრის გაფორმება. ბავარიაში დანიშვნის დროს ალკანტარას მდგომარეობით ისარგებლა და "ჩავი2" ეგრევე გადაიფორმა, რომელის წყალობითაც გერმანიაში ტიკიტაკას დანერგვას აპირებდა. მერე რობერტოს ეჩალიჩებოდა, პროსტო ხელმძღვანელობამ არ დათმო რადგან ჩვენი საამაყო ბორდი მაშინ ამ გვამში ბარსას მომავალს ხედავდა.. ბლაუგრანს სიყვარული ერთია, მაგრამ როცა წარმატებ და მწვერვალეების დაპყრობა გინდა, მაშინ საკუთარ მეზე და პრინციპებზე მაღლა არაფერია :))