Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის მარჯვენა მცველი დანი მორერი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. ის პორტუგალიურ “ფამალიკაუს” შეუერთდება, რომელიც პრიმეირა ლიგაში წინა სეზონში დაწინაურდა და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მე-3 ადგილს არ ჩამოშორებულა, საბოოლოოდ კი გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.
მორერი “ბარსელონას” აღზრდილია და “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში 2017 წლიდან გამოდის. ის თებერვალში 22 წლის გახდა.


