workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნიუელსი” მესის ტრანსფერიდან წილს მიიღებს

“ნიუელსი” მესის ტრანსფერიდან წილს მიიღებს

არგენტინული “ნიუელს ოლდ ბოისი”, კლუბი, რომელშიც ლიონელ მესიმ საფეხბურთო კარიერა დაიწყო, მისი სატრანსფერო თანხიდან გარკვეულ წილს მიიღებს.

FIFA-ს მოქმედი წესის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კლუბები, რომლებიც ფეხბურთელის ახალგაზრდულ ასაკში, მის ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარულ კონტრიბუციას, სატრანსფერო თანხის 5%-ს, მიიღებენ.

არგენტინული გამოცემა Ole წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლეო “ნიუელსიდან” 1999 წელს წავიდა, დოკუმენტურად ტრანსფერი ბოლომდე 2002 წლამდე არ იყო გაფორმებული. შესაბამისად, ფიფასთვის ითვლება, რომ მესიმ “ნიუელს ოლდ ბოისი” 2002 წელს, 15 წლის ასაკში, დატოვა.

Ole-ს მტკიცებით, “ნიუელსში” გატარებული დროის პროპორციულად, არგენტინულ კლუბს სატრანსფერო თანხის 0.66% პროცენტი ეკუთვნის, რაც, მაგალითად, 100 მილიონ ევროზე 660 000 ევროს ნიშნავს.

იმ შემთხვევაში თუ ლეო “ბარსელონადან” უფასოდ წავა, FIFA-ს ეს წესი, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2020, 19:34
    #8

    " კლუბები, რომლებიც ფეხბურთელის ახალგაზრდულ ასაკში, მის ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარულ კონტრიბუციას, სატრანსფერო თანხის 5%-ს, მიიღებენ".

    კონტრიბუციას ქვეყნები იხდიან თანაც სოლიდარულს კი არა სოლიდურს, მაგალითად ომში წაგებული უხდის გამარჯვებულს, მიყენებულ ზარალს. მესის ყოფილი გუნდი ბონუსებს მიიღებს.

  • o.dembele11
    schedule 29 აგვ 2020, 15:27
    #7

    Როდის მთავრდება ხალხო სატრანსფერო ფანჯარა, მე ისე ვატყობ მესის წასვლა თუ უნდოდა ამდეხანს წავიდოდა, დარჩება ეგ ბარსაში ბართუშას გამო აკეთებს მაგ ყველაფერს არამგონია ეგ უთავმოყვარეო კაცი გადადგეს და დიდი ალბათობით მარტამდე ბართოც დარჩება და მერე გაასხავს გუნდიდან, ან მესი მიაღწევს მიზანს და როგორმე გაასხმევინებს არაა პრეზიდენტს გადადგომა აიძულო მარტივი თან ამ უტიფარ ბართოს მე ვიცი ახლა რაც მოხდება, ბარსა ძალიან მაგარ ფეხბურთს აჩვენებს მესის თან ერთად კუმანის ხელში ბართომ რომ თავი გადაირჩინოს, სკამისთვის ეგ ყველაფერს იზამს მარა მაინც გაასხავს ჩვენ კარგი გუნდი დავდგებით ბართო კიდე მაინც გაასხავს არ უშველის ბარსას ათამაშებება, ნახავთ აგერ სკამისთვის ათამაშებს გუნდს, როგორც მის უკანალს ათამაშებს

  • shu1987
    schedule 29 აგვ 2020, 14:33
    #6

    გასაგებია მესიმ რაც გააკეთა და მარტოს რომ არ გაუკეთებია ეგეც გასაგებია, მეორეა ბარსამ გაცილებით მეტი გაუკეთა და საერთოდ ფეხბურთელი და რა ფეხბურთელი თან ბარსამ შექმნა, რეალის ფეხბურთელებსაც შოკი აქვთ კაპიტანი და ლიდერი გუნდს ასეთი კრიზისის დროს როგორ ტოვებსო, ამით მესი თავის სახეს საბოლოოდ გამოავლენს წლებია ჩუმადაა და რაც უნდა გუნდი უსრულებს ყველაფერს იმ სირცხვილების მერეც ასე იყო თუმცა ბართუშას აეწვა წელს ვადა გასდის და რა ქნას კუმანი კიდე ავტორიტეტია თან ძველი ტიპს ბულდოგს ეძახიან ხასიათის გამო და მესიმ იცის რაც და როგორც უნდა არ ექნება კუმანი რასაც ეტყვის ისე უნდა იყოს და მესი სხვის ჭკუაზე სიარულს 4-5 წელია გადაჩვეულია ენრიკეს მერე…. ფაქტია უღირსად წავა და სახეს დაკარგავს ამით.

  • Romarioo
    schedule 29 აგვ 2020, 14:28
    #5

    ციტატა: GUGU MSN
    პსეჟეს უფროსებმა მწვანე აანთესო და მზად არიან ეს თანხა გადაიხადონო მაგარი არ იქნება ხალიფამ შვიდასი რო დადოს და ლეო წაიყვანოს ეგენი არ დანებდებიან და სიტის აახევენ ლეოს თუ შვიდას არ დააკლო ბართუშამ


    შვიდას მილიონს ვერც ერთი გუნდი გადაიხდის,სულ შუაზე რომ გაიხნენ.სანამ მაგ ფულს გაამზადებენ მაქამდე აირტყამენ ბანს.სიტიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდის ლეოს თუ ფეხბურთელებს ჩართავენ და დაახლოებით 100 მილიონს დაამატევენ,თორემ რამოდენიმე ხნის წინ ჰქონდათ უეფასთან დავა და კიდევ 200 მილიონზე მეტი რომ გაისროლონ არც მაგათ აცდებათ უკვე ბანი.

    ციტატა: GUGU MSN
    სხვა გზა თუ არ დაუტოვეს და სიტიში თუ არ გაუშვეს სიამოვნებით წავა და რაც შეეხება მბაპეს მე ეს ლეო მირცევნია იმ შენ მბაპეს ფინალში რო ჩაიჯვა და კარშიც რო ვერ დაარტყა და პლიუს ამას დაიმახსოვრეთ ჩემო ძმებო ის სულით მადრიდისტაა და მადრიდისკენ მიუწევს გული ის აქ არ გადმოვა


    21 წლის ბიჭზე რომ მაგას ამბობთ,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო მოწოდების სიმაღლეზე გინდ ბაიერნთან გინდ ლივერპულთან და გინდ რომასთან?

  • GIo-GxP-FCB
    schedule 29 აგვ 2020, 14:23
    #4

    როდის დამთავრდება ეს სატრანსფერო ფანჯარა რომ დალაგდეს ყველაფერი

  • Andres_Iniesta
    schedule 29 აგვ 2020, 13:50
    #3

    ციტატა: GUGU MSN
    პსეჟეს უფროსებმა მწვანე აანთესო და მზად არიან ეს თანხა გადაიხადონო მაგარი არ იქნება ხალიფამ შვიდასი რო დადოს და ლეო წაიყვანოს ეგენი არ დანებდებიან და სიტის აახევენ ლეოს თუ შვიდას არ დააკლო ბართუშამ


    თვითონ არ წავა პსჟ ში

    მბაპეში გაგვიცვალონ და პლის თანხა დაგვიმსტონ

  • GUGU MSN
    schedule 29 აგვ 2020, 13:45
    #2

    პსეჟეს უფროსებმა მწვანე აანთესო და მზად არიან ეს თანხა გადაიხადონო მაგარი არ იქნება ხალიფამ შვიდასი რო დადოს და ლეო წაიყვანოს ეგენი არ დანებდებიან და სიტის აახევენ ლეოს თუ შვიდას არ დააკლო ბართუშამ

  • ჩიკო
    schedule 29 აგვ 2020, 13:28
    #1

    https://youtu.be/yMkJht0GxOs უყურეთ და დატკბიით❤️❤️❤️😭