workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: “ბარსელონამ” სენეგალელი მცველი შეიძინა

ოფიციალურად: “ბარსელონამ” სენეგალელი მცველი შეიძინა

“ბარსელონამ” 18 წლის მცველი, მუსა ნდიაი დაიმატა. სენეგალელმა ფეხბურთელმა დღეს ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა, რომლის კიდევ 2 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. 

მუსა, რომელიც აქამდე სამშობლოში Aspire Academy-ში ირიცხებოდა, კლუბს სულ 500 ათასი ევრო დაუჯდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი იქნება. დაბალი ფასის მიუხედავად, კლუბში მას ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ თვლიან. 

ნდიაი 178 სმ სიმაღლისაა, ფიზიკური მონაცემებითა და სისწრაფით გამოირჩევა და თამაში შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე ფლანგებზეც. ის ახალ სეზონს “ბარსა ბ”-ში დაიწყებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • sandro barca
    schedule 28 აგვ 2020, 18:15

    ავშენდით ხალხოოოო!!!😄😄😄ოხ ბართო შე ბარსას დამაქცეველო😡😡😡😡

  • barcamen
    schedule 28 აგვ 2020, 18:08

    ბართუშა სანამ არ წავა, ნორმალური ტრანსფერები არ იქნება…

  • Don_Andresito
    schedule 28 აგვ 2020, 17:39

    ვაგე ბევრად ხოდზე იყო ნაკრების წევრი და რამე მარა რა?