“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ვინგერს, ჰიროკი აბეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება.
“ბარსამ” აბე 2019 წელს შეიძინა. იაპონელმა ფეხბურთელმა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში თამაში წარმატებით დაიწყო, თუმცა თებერვალში სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
21 წლის თავდამსხმელს “ბარსა ბ”-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.



