“ბარსელონას” ახალწვეულმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ კლუბის ფეხბურთელად ოფიციალური წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. რაკი პრეზიდენტმა მედიასთან საუბარი არ ისურვა, ლეო მესისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა 20 წლის პორტუგალიელს მოუწია.
“დარჩება თუ არა მესი? რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
“ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მსურს, გუნდს გოლებითა და ასისტებით დავეხმარო. თამაში შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია და მზად ვარ, გუნდს გამოვადგე.
ფიგუ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე აქ საკუთარი ისტორიის დასაწერად ვარ და თუ საშუალება მექნება, მინდა ეს მასზე უკეთესად გავაკეთო.
რონალდ კუმანთან ჯერ არ მისაუბრია”. – განაცხადა ტრინკაუმ.


