“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა და ბორდის ყოფილმა წევრმა, ემილი რუსომ, კატალონიურ Sport-ს ინტერვიუ მისცა. 

“კამპ ნოუზე” პირველად მამამ წამიყვანა, როცა 5 წლის ვიყავი. მე იმ თაობიდან ვარ, რომელიც იოჰან კრუიფის ყურებით გაიზარდა და ფეხბურთი მისმა სტილმა შეაყვარა. “ბარსელონა” გამარჯვებული გუნდი სწორედ მისი დამსახურებით გახდა. 

როგორ მოვხვდი ბართომეუს შტაბში? მის კომპანიაში საქმიანი შეხვედრა მქონდა და მას ვუთხარი, რომ “ბარსელონაში” მუშაობა ჩემი ოცნება იყო. როგორც ჩანს, მას ჩემი მონაცემები მოეწონა, რადგან ბორდის წევრად მიმიწვია.

ბართომეუს 5 წელია, ვიცნობ და მასთან ურთიერთობა ადვილი არ ყოფილა. ის არც ისე გამჭვირვალეა და ძნელია იმის ამოცნობა, თუ როგორი პიროვნებაა სინამდვილეში.  

მე და სხვა რამდენიმე დირექტორმა, რამდენიმე შემთხვევაში, პრეზიდენტს მხარი არ დავუჭირეთ – მაგალითად, როცა ნეიმარის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უნდა დაწყებულიყო. მას ეს არ მოეწონა და კლუბში როლი შეგვიმცირა. 

სოციალური მედიის სკანდალი ბოლო წვეთი იყო. ამ საქმის გამოძიება მოვითხოვე და რა თქმა უნდა, ბართომეუ უკმაყოფილო დარჩა. 

პრეზიდენტის გადადგომა კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. ამაზე მეტად ვეღარ დავეცემით. “ბარსელონას” სიახლეები სჭირდება. 

სანდრო როსელს სურს, არაფორმალური მმართველი გახდეს და სხვისი კანდიდატურა წარადგინოს, რაც მე არ მომწონს. თუ პრეზიდენტი მე გავხდები, ვეცდები კლუბის დნმ და სტილი დავაბრუნო. “ბარსელონამ” სტატუსი უნდა აღიდგინოს. 

სპორტული პროექტი ვერ ამართლებს. “ბარსამ” ფეხბურთელების შესაძენად მილიონები დახარჯა და ფინანსური სიტუაციის გამო ძალიან ვღელავ. თუ ასე გაგრძელდება, კლუბი გადასარჩენი იქნება. 

სპორტული დირექტორები საშინლად წარუმატებლები გამოდგნენ. მე და ბორდის რამდენიმე წევრს გვინდოდა, “სევილიადან” მონჩი მოეყვანათ, მაგრამ, რეალურად, აქ გადაწყვეტილებებს ბართომეუ იღებს”. – განაცხადა რუსომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Anssumane
    schedule 21 აგვ 2020, 19:06
    #1

    სიმართლეა მაგრამ მაინც ლაპორტა და ფონტი ჩემთვის უალტერნატივოა