როგორც იცით, ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე კატალონიის “ბარსელონა” და “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ლისაბონში დაუპირისპირდებიან.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” პორტუგალიაში დღეს ჩაფრინდნენ და სასტუმრო Plaza Marqués de Pombal-ში დაბინავდნენ.
გთავაზობთ დღევანდელ პროგრამას:
ბარსელონა
19:45 საათი: არტურო ვიდალისა და კიკე სეტიენის პრესკონფერენცია;
20:30 საათი: ვარჯიში “და ლუჟის” სტადიონზე;
ბაიერნი
21:30 საათი: ტომას მიულერისა და ჰანს ფლიკის პრესკონფერენცია;
22:30 საათი: ვარჯიში “და ლუჟის” სტადიონზე;
ვარჯიშის შემდგომ, კატალონიის “ბარსელონა” დაელოდება, უსმან დემბელე სამედიცინო გუნდისაგან მწვანე შუქს თუ მიიღებს. “ბაიერნში კი კითხვის ნიშნის ქვეშ ალფონსო დევისი და ბენჟამინ პავარი არიან.
ვიგებთ უეჭველი უნდა ათრიონ ბავარია
ძროხებს რას ერჩი, მაგის მომყვანი ააწიოკე. 🐮
შინაგანი რწმენა მაქვს რომ მაგრად მოვუგებთ.
დავააი ბიჭო სამითამაში და ლიგა ჩვენია მიდი მეძროხე პავლე შენიცი უნდა დადოთ ლიგა თუარადა აგიწიოკებ მაგ ძროხებს 🤣🤣
3-1 ვიგებთ 🥰