ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ედმილსონის აზრით თასი “ბარსას” დარჩება

ედმილსონის აზრით თასი “ბარსას” დარჩება

 

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟოზე ედმილსონი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ “უემბლიზე” გამარჯვება მის ყოფილ კლუბს დარჩება. თუმცა საუბარში მან განაცხადა, რომ ეს ფინალია და რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ბარსა TV”-სთან საუბარში მან ქება–დიდება არ მოაკლო სერხიო ბუსკეტსაც. ბრაზილიელმა 2006 წლის ფინალიც გაიხსენა…

 

მოგეხსენებათ ედმილსონის ფონდმა ს/კ ბარსელონას ფონდთან ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ბრაზილიელი ვარსკვლავი “ბარსა TV”-ის გაესაუბრა. მან პარიზის გამოცდილება გაიხსენა: “ის საღამო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, როდესაც ეს ტიტული მე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოვიგე.”არსენალთან” შეხვედრა ჩვენთვის თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო. შეხვედრაში ჩართვა რამდენჯერმე ვალდესსაც მოუწია. შემდეგ ლემანი გააძევეს, მაგრამ ტაბლო მაინც ჩვენს წინააღმდეგ იყო. თუმცა, მეორე ნახევარში ყველაფერი ინიესტასთან ერთად შეიცვალა. გუნდში ნამდვილი ერთობა იყო. ჩემთვის ეს ტიტული ისეთივე გასახსენებელია, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული.”

 

ედმილსონის განცხადებით ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: “მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება “ბარსას” დარჩება, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი ყველა სხვა ჩემპიონატის მატჩისგან განსხვავდება. ერთი პატარა შეცდომა და შენ შესაძლოა დამარცხდე.” ბრაზილიელმა იქვე დაამატა, რომ ეს ფინალი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც ბევრს ეს თასი აღებული არ აქვს.

 

“ბარსას” ყოფილმა ვარსკვლავმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსლონას” ჩამშლელი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის მიმართ. მისი განცხადებით იგი ძალიან კარგად ერგება გვარდიოლას გუნდს. სერხიოზე საუბრის ბოლოს მან ასეთი რამ განაცხადა: “ჩემი აზრით დღესდღეისობით იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთსო ფეხბურთელია.”


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში